გაერო მოუწოდებს კოორდინირებული გლობალური ქმედებისკენ, დეზინფორმაციასთან, სიძულვილსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით
14 ივნისი 2023
მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს „მძიმე გლობალურ ზიანს“, რომელსაც იწვევს სიძულვილისა და სიცრუის ციფრულ სივრცეში გავრცელება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა - ანტონიო გუტიერეშმა - ციფრულ პლატფორმებზე ინფორმაციის სანდოობის შესახებ მისი ანგარიშის წარდგენისას.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პოტენციური საფრთხით გამოწვეულმა მღელვარებამ არ უნდა გადაფაროს ციფრული ტექნოლოგიებით მიყენებული ზიანი, რომელიც სიძულვილის ენის, სიყალბისა და დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება - განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა.
ციფრულმა პლატფორმებმა ბევრი სარგებელი მოიტანეს, მათ მხარი დაუჭირეს ადამიანებს კრიზისის და ბრძოლის დროს, აამაღლეს მარგინალიზებული ჯგუფების ხმა და ხელი შეუწყეს გლობალურ მოძრაობას რასობრივი სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობისთვის. ისინი დაეხმარნენ გაეროს მთელ მსოფლიოში გაეერთიანებინა ადამიანები, სურვილით ეცხოვრათ ჯანსაღ პლანეტაზე მშვიდობით, ღირსებითა და ადამინების უფლებების დაცვით.
თუმცა იგივე ციფრული პლატფორმები გამოიყენება ბოროტად, მეცნიერების განვითარების ხელის შეშლისა და მილიარდობით ადამიანზე დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელებისთვის, რაც აძლიერებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ძირს უთხრის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და კლიმატის ცვლილების შედეგების შემარბილებელ მოქმედებას.
ეს მკაფიო გლობალური საფრთხე მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებას, რათა ციფრული სივრცე უფრო უსაფრთხო და ინკლუზიური გახდეს, ადამიანის უფლებების ეფექტურად დასაცავად.
თუმცა რეაგირება არ არის სათანადო. ზოგმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ძალიან ცოტა გააკეთა ან ძალიან გვიან იმოქმედა, რომ მის პლატფორმას წვლილი არ შეეტანა ძალადობისა და სიძულვილის გავრცელებაში, მთავრობა კი ხანდახან მიმართავდა რადიკალურ ზომებს - მათ შორის ინტერნეტის სრულად გამორთვა და აკრძალვა - რაც არ იყო გამყარებული სამართლებრივი საფუძვლებით და არღვევდა ადამიანის უფლებებს.
ანალიტიკური ანგარიში უზრუნველყოფს სამართლებრივ საფუძველს გლობალური საპასუხო ქმედებებისთვის, ეთიკის კოდექსის მეშვეობით ციფრულ პლატფორმებზე ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავს საფრთხის თავიდან აცილების და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის ხელშემშლელ ფაქტორებს.
ის მოიცავს შემდგომ წინადადებებს, რომლებიც უნდა დაეფუძნოს ქცევის კოდექსს:
მთავრობებმა, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა თავი უნდა აარიდონ დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებას, ნებისმიერი მიზნით.
მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ თავისუფალი, სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედია გარემო, ჟურნალისტებისათვის ძლიერი დაცვით.
ციფრული პლატფორმები უნდა უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას და სხვადასხვა ქვეყნებში და ენებზე პოლიტიკის და რესურსების გამოყენებისას.
ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიიღოს გადაუდებელი და დაუყოვნებელი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ ყველა AI აპლიკაცია იყოს უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და ეთიკური და შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს.
ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უარი უნდა თქვან ბიზნეს მოდელებზე სადაც მონაწილეობა ადამიანის უფლებებზე, კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე მაღლა დგას.
რეკლამის დამკვეთებმა და ციფრულმა პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეკლამა არ განთავსდეს სიყალბის ან დეზინფორმაციის ან სიძულვილის ენის გვერდით, და რომ არ მოხდეს დეზინფორმაციის შემცველი რეკლამის გავრცელება.
ციფრულმა პლატფორმებმა უნდ უზრუნველყონ გონივრული გამჭვირვალობა და მისცენ საშუალება მკვლევარებს და მეცნიერებს მოიპოვონ მონაცემები, ისე რომ დაიცვან მომხმარებლის კონფიდენციალურობა.
ანალიტიკური ანგარიში უახლესია ჩვენს საერთო დღის წესრიგში შემავალ წინადადებებზე დაფუძნებული სერიიდან - გენერალური მდივნის 2021 წლის ანგარიში განსაზღვრავს ხედვას გლობალური თანამშრომლობისა და მრავალმხრივი ქმედებებისთვის. ანალიტიკური ანგარიშების მიზანია სექტემბრის SDG სამიტამდე წარმოადგინონ შუალედური ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის და მომავალი წლის სამიტის შესახებ.