პრეს-რელიზი

ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტრენინგი ჩაატარა

01 აგვისტო 2023

ტრენინგზე ეფექტური კომუნიკაციისა და წამების და არაადამიანური მოპყრობის საკითხები განიხილეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე და ახლად შექმნილ მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდის მიზნით, ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციისა და წამების და არაადამიანური მოპყრობის საკითხებში.

ორდღიანი ტრენინგი, ქალაქ ბათუმში გაიმართა და მას ესწრებოდა სამსახურის ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ცხელი ხაზის, მოქალაქეთა მისაღების და მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები.

„ეფექტური კომუნიკაციის სასწავლო პროგრამა იმ ძირითადი ტექნიკების გაცნობას მოიცავდა, რომელიც სამომავლოდ სამსახურის თანამშრომლებს კომუნიკაციის იმ ფორმით მართვაში დაეხმარებათ, რაც მოქალაქის ნეგატიურ განწყობებს შეამცირებს და პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.“ - აღნიშნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნათია სონღულაშვილმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვმა ხაზი გაუსვა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ახალი დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც კონკრეტულად მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. „ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და ყველასთვის სამართლიანობის უზრუნველყოფის ვალდებულებაში.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ მსხვერპლებთან ეფექტური კომუნიკაცია გადამწყვეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირველი შეხება აქვს მსხვერპლებთან, რათა გაუმკლავდნენ ამ ურთიერთობას პროფესიონალიზმით და თანაგრძნობით.“ - აღნიშნა მან.

სასწავლო ტრენინგს უძღვებოდნენ თემის ექსპერტები - გიორგი ჩხეიძე და ნინო ჩალაძე. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში მომსახურების სფეროში ეფექტური კომუნიკაციის სპეციფიკური მახასიათებლები, მთავარი პრინციპები, მოქალაქეთა წინასწარგანწყობებთან და ემოციურ ფონთან ეფექტიანი გამკლავების მექანიზმები, ასევე წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის, წამების მსხვერპლთა უფლებების და ინტერესების დაცვის ძირითადი პრინციპები და სიძულვილით მოტივირებული წამების დანაშაული განიხილეს.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით