პრეს-რელიზი

საქართველო: გაეროს ექსპერტი დადებითად აფასებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პოლიტიკის პროგრესს და მოუწოდებს სახელმწიფოს პრაქტიკაში მისი განხორციელებისკენ

15 სექტემბერი 2023

ჟენევა (14 სექტემბერი 2023) 

დღეს, გაეროს ექსპერტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული გარემოს განვითარების მიმართულებით და მოუწოდა სახელმწიფოს პოლიტიკით გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელებისკენ.

„გასულ წლებში, საქართველოში უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით გატარდა საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმები, რომელიც ემსახურებოდა 2014 წელს რატიფიცირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.“, განაცხადა საქართველოში ათდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა შეზღუდული შესაძლებებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხში, გერარდ ქუინმა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია 2020 წელს მიღებული კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რაც, პრაქტიკული განხორციელების პირობებში, მნიშნელოვან წინგადადმულ ნაბიჯს წარმოადგენს კონკრეტული ცვლილებების მიღწევის მიმართულებით“, განაცხადა ქუინმა.

„არის გულწრფელი მზაობა, რომ დავიწყებას მიეცეს ისტორიული მემკვიდრეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომის, რომელიც ეფუძნება ეიბლიზმს და პატერნალისტურ მიდგომებს. სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება რიგი ღონისძიებები, რომ ასეთი მიდგომა ჩანაცვლდეს ინკლუზიურ ღირებილებებზე დაფუძნებული მიდგომებით, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა იყვნენ აქტიური მოქალაქეები.“ - დასძინა ექსპერტმა.

ქუინმა თქვა, რომ მოძველებული სამედიცინო შეფასებები, რომელიც გამოიყენებოდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად, დიდი როლი ითამაშა შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ მცდარი წარმოდგენების გამყარებაში. „მივესალმები საქართველოს გეგმას ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის შესახებ, რადგან ეს არის გზა საერთო მსოფლმხედველობის შეცვლისკენ, სადაც ყველას აქვს საჭირო მხარდაჭერა და წვდომა სერვისებზე მათი ინდივიდუალური ბარიერების და გამოცდილებების შესაბამისად. “ - განაცხადა ექსპეტმა.

განსაკუთრებით დადებითი შეფასება დაიმსახურა, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური საჯარო უწყებების მზაობამ, მეტად მჭიდროდ ითანამშრომლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორებთან. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით სათემო დონეზე, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ექსპერტმა განაცხადა, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა ძნელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ სანდო და სეგრეგირებული მონაცემების სიმწირის ფონზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებული საჭიროებების უკეთ გააზრება უმნიშვნელოვანესია  მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ეფექტური მხარდამჭერი სერვისების განვითარებისთვის.“ ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წარმატებისთვის აუცილებელია, ამ პროცესს თან ახლდეს სათემო და შინმოვლის სერვისების ჰოლისტური განვითარება.

ქუინის თქმით ასევე, იგი ნათლად ხედავს დეცენტრალიზაციის მიმდინარე რეფორმების პოტენციალს, ჰქონდეს დადებითი ეფექტი სერვისების მიზნობრიობასა და მათზე ხელმისაწვოდომობის გაუმჯობესებაზე. თუმცა, მისი განცხადებით, ამისთვის აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსი.

ბოლო პერიოდის საკანონმდებლო რეფორმებს სწორი გეზი აქვთ, თუმცა, მათი პრაქტიკაში განხორციელება ჯერ კიდევ პრობლემურია. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მათ შორის, მაგალითად, ფიზიკურ და ციფრულ გარემოზე ხელმისაწვდომობის, შრომის ბაზარზე მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერების, განათლების, მენტალური ჯანმრთელობის, უფლებაუნარიანობისა და სასამართლოზე ხელმისაწვდომობის გაუჯობესების მიმართულებით“, განაცხადა ექსპერტმა.

 

სპეციალური მომხსენებელი ვიზიტის შესახებ დეტალურ ანგარიშს, მიგნებებისა და რეკომენდაციების ჩათვლით, ადამიანის უფლებათა საბჭოს 2024 წლის მარტში წარუდგენს.

დასასრული

გერარდ ქუინი (ირლანდია)გაეროს სპეციალური მომხსენებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების საკითხში, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭომ 2020 წლის ოქტომბერში დანიშნა. ბატონი ქუინი ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთში) მოქმედ რაულ უალენბერგის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტსა და ლიდსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) კვლევით მიმართულებებს ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებების დროს, რომლებიც წინ უძღოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის მიღებას, გერარდ ქუინი წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs) მთავარ საკონტაქტო პირს  და ხელმძღვანელობდა Rehabilitation International- დელეგაციას გაეროს სამუშაო ჯგუფების მუშაობისას (2004). წარსულში იგი იყო ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, ამავე უნივერსიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

 

სპეციალური მომხსენებლების საქმიანობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს, რომელიც, გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელ ექსპერტებისგან შემდგარი ყველაზე დიდი ორგანოა. იგი ზოგადი სახელწოდების ქვეშ აერთიანებს საბჭოს დამოუკიდებელ ფაქტების მოკლვევის და მონიტორინგის მექანიზმებს, რომლებიც სწავლობენ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ან აწარმოებენ თემატურ მოკვლევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეობრივად მუშაობენ. ისინი არ წარმოადგენენ გაეროს თანამშრომლებს და არ იღებენ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის. ისინი მოქმედებენ  ინდივიდუალურად და ნებისმიერი მთავრობისგან დამოუკიდებლად.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა გვერდი: Georgia

 

მედიასთან ურთიერთობის საკითხებსა და დამატებითი ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ჟენევაში: Barbora Zamrska, barbora.zamrska@un.org; hrc-sr-disability@un.org

 

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: Maya Derouaz (maya.derouaz@un.org) ან Dharisha Indraguptha (dharisha.indraguptha@un.org)

 

თვალი ადევნეთ ახალ ამბებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა საქმიანობის შესახებ ტვიტერზე@UN_SPExperts.

 

გაღელვებთ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები?

მაშ, დღესვე იმოქმედეთ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის!

#Standup4humanrights

და ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  http://www.standup4humanrights.org

Meri Makharashvili

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
Communications Specialist

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით