პრეს-რელიზი

საქართველო: მოჩვენებითი ღიაობა ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სისტემურ ძალისხმევას ნიღბავს

07 ნოემბერი 2023

თბილისი (7 ნოემბერი 2023)

საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მათი ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და გაქარწყლდეს მზარდ პოლარიზაციასა და დაუცველობასთან დაკავშირებული შიშები, აღნიშნა მერი ლოლერმა საქართველოში მისი ცხრადღიანი ვიზიტის დასასრულს  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს იგი უაღრესად ძლიერი, დინამიური, მიზანდასახული და მრავალფეროვანია. ქვეყანამ უნდა იამაყოს ასეთი სამოქალაქო საზოგადოებით“, განაცხადა ლოლერმა. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საჯაროდ აღიაროს ადამიანის უფლებათა დამცველების ლეგიტიმური როლი და მათი მნიშვნელოვანი წვლილი სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში“.

“ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, სანამ მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ან არ გმობენ სხვების ამგვარ რიტორიკას და სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რეპუტაციის შემლახავ კამპანიას“. მთავრობამ უბრალოდ კი არ უნდა „აიტანოს“ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ აქტიურად წაახალისოს მათი როლი და საქმიანობა, დაიცვას მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“.

ღრმად ვარ შეშფოთებული იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების,  მათ შორის ქალთა და LGBTQI პირების უფლებადამცველების, წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმისა და შეურაცხყოფის, ასევე, უკანონო თვალთვალის ფაქტები  დაუსჯელი რჩება, რაც, როგორც ჩანს, სისტემურ ხასიათს ატარებს. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უფლებადამცველების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომი თავდასხმების რისკებს.

საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყრას უფლებადამცველებს როგორც მეკავშირეებსა და არა როგორც მტრებს.

სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.

 

დასასრული

 

ქალბატონი მერი ლოლერი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე სპეციალური მომხსენებელია. იგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ასოცირებული პროფესორია და ამჟამად დუბლინის ტრინიტი კოლეჯის ბიზნესსკოლასთან არსებულ სოციალური ინოვაციების ცენტრში (CSI) მუშაობს. 2001 წელს მერი ლოლერმა დააფუძნა Front Line Defenders, ორგანიზაცია, რომელიც საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის უფლებადამცველების დაცვის მიმართულებით მუშაობს. 2001-დან 2016 წლებში ლოლერი წარმოადგენდა ორგანიზაციას აღმასრულებელი დირექტორის რანგში და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.  1988-2000 წლებში მერი ლოლერი იკავებდა  Amnesty International-ის ირლანდიის წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობას. 1975 წლიდან იგი ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრია, ხოლო 1983 -1987 წლებში ასრულებდა არჩეული პრეზიდენტის მოვალეობას.

სპეციალური მომხსენებლების საქმიანობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს, რომელიც, გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელ ექსპერტთან ყველაზე დიდი ორგანოა. იგი ზოგადი სახელწოდების ქვეშ აერთიანებს საბჭოს ფაქტების მოკლვევის და მონიტორინგის დამოუკიდებელ მექანიზმებს, რომლებიც სწავლობენ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ან აწარმოებენ თემატურ მოკვლევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეობრივად მუშაობენ. ისინი არ წარმოადგენენ გაეროს თანამშრომლებს და არ იღებენ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის. ისინი მოქმედებენ  ინდივიდუალურად და ნებისმიერი მთავრობისგან დამოუკიდებლად.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა გვერდი: Georgia

 

დამატებითი ინფორმაციასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: ორსოლია ტოტს (orsolya.toth@un.org / +41 79 444 37 81) ან გაგზავნეთ შეტყობინება შემდეგ მისამართზე: hrc-sr-disability@un.org

 

გაეროს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მედიის წარომადგენლებს შეუძლიათ დაუკავშირდენენ დარიშა ინდრაგუფთას (dharisha.indraguptha@un.org)

 

თვალი ადევნეთ ახალ ამბებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა საქმიანობის შესახებ ტვიტერზე:  @UN_SPExperts

განცხადება თანდართულია ქვევით

 

 

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით