პრეს-რელიზი

UNFPA-მ ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების თემაზე მაღალი დონის შეხვედრა გამართა

01 დეკემბერი 2023

ღონისძიება მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგის მხარდაჭერას მიმდინარე ძალისხმევასა და აღმოსაფხვრელ ხარვეზებზე, რათა ერთობლივი კოორდინაციით გაძლიერდეს ბავშვის  ქორწინების აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები. 

Photo: © Gela Bedianashvili/UNFPA

1 დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიება გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დოქტორმა საბინე მახლმა და შვედეთის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების განყოფილების უფროსმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა.

დისკუსიას ბავშვის  ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობის შესახებ ფასილიტაცია გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და აზერბაიჯანისა და საქართველოს ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ბაია კვიციანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ,  საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა და ადამიანის უფლებების დამცველმა, აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგის მხარდაჭერას მიმდინარე ძალისხმევასა და აღმოსაფხვრელ ხარვეზებზე, რათა ერთობლივი კოორდინაციით გაძლიერდეს ბავშვის  ქორწინების აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები. 

ბავშვს  ქორწინების საზიანო პრაქტიკის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 13,9 პროცენტს შეადგენს[1]. საქართველოში მოზარდ გოგოებთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა გამოავლინა ის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც დაუყოვნებლივ საჭიროებს აღმოფხვრას. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოზარდების ინფორმირების მნიშვნელობას იმ  მხარდამჭერი სამსახურების შესახებ, რომლებსაც საჭირო დროს უნდა მიმართონ. ასევე, აღნიშნული იქნა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესების საჭიროება პრობლემისადმი ჰოლისტიკური მიდგომის უზრუნველსაყოფად, რაღა მოზარდი გოგოები ადრეული ქორწინების საფრთხისგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი. ამავდროულად, მოზარდების გაძლიერება და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა ამ საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის განუყოფელი სტრატეგიაა.

შეხვედრაზე განხილული იქნა კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების საკითხი, რათა შესაძლებელი იყოს ბავშვის  ქორწინების ნებისმიერი გამოვლინების აკრძალვა. ასეთი პრაქტიკაა ნიშნობა, რომელსაც ოჯახები  მიმართავენ.

შეხვედრა გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით და მიეძღვნა 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

[1] გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) სიღრმისეული ანალიზი: ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება საქართველოში, 2018 წ., ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://georgia.unfpa.org/en/publications/child-marriage-georgia

Salome Benidze

სალომე ბენიძე

გაეროს მოსახლეობის ფონდი
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს მოსახლეობის ფონდი
გაეროს მოსახლეობის ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით