გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
03 დეკემბერი 2023
2023 წლის 3 დეკემბერი
წლევანდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე შეგვახსენებს, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მოითხოვს დაპირების - არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - შესრულებას. განსაკუთრებით ეს ეხება 1,3 მილიარდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს მთელ მსოფლიოში.
მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მიღწევის ნახევარი გზა უკვე გავლილია, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ აწყდებიან სისტემურ დისკრიმინაციას და ბარიერებს, რომლებიც ზღუდავს მათ მნიშვნელოვან ჩართულობას საზოგადოების ყველა სფეროში.
ჭეშმარიტად მდგრადი განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოითხოვს განსაკუთრებულ ფოკუსირებას მათ - არა მარტო როგორც ბენეფიციარების, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრების აქტიური მონაწილეების - საჭიროებებსა და უფლებებზე.
ეს გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერ პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, და, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევის პროცესში ქვეყნების მიერ განხორცილებულ ნებისმიერ ძალისხმევაში, იქნება ეს სიღარიბის აღმოფხვრა თუ ჯანდაცვა, განათლება და კლიმატის დაცვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მაგალითს იძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის სტრატეგიით და მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს, მიაღწიონ პროგრესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მათთან ერთად.
ამ მნიშვნელოვან დღეს, მე მოვუწოდებ მსოფლიოს, ითანამშრომლონ შშმ პირებთან, რათა ერთად შეიმუშავონ თანაბარ უფლებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ყველა ქვეყანასა და საზოგადოებაში.