პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებების დღე 2023

23 ნოემბერი 2023

წლევანდელი ადამიანის უფლებათა დღე ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს. 

ადამიანის უფლებების დღის, 10 დეკემბრის აღსანიშნავად, გაეროს სააგენტოები იწყებენ ერთვიან კამპანიას. წლევანდელი ადამიანის უფლებათა დღე ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს და ყურადღებას ამახვილებს ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გავლენაზე თანამედროვე მსოფლიოზე.

კამპანია განხორციელდება მრავალრიცხოვან პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით, რომელთა შორისაა საქართველოს საჯარო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და დონორები. კამპანიის მსვლელობაში წარმოდგენილი იქნება ინიციატივები და აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების, როგორც მდგრადი განვითარების ქვაკუთხედის შესახებ და საზოგადოების ჩართულობას უფლებების დაცვის საქმეში. 

 

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით