პრეს-რელიზი

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერის ლიზ ტროსელის კომენტარი 

17 სექტემბერი 2024

ჟენევა, 2024 წლის 17 სექტემბერი

საქართველოში ახლად მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ისეთ დებულებებს შეიცავს, რაც ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს რისკების წინაშე აყენებს. მათ შორისაა თანასწორობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებები, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, თავისუფლება და უსაფრთხოება.

ტექსტი დისკრიმინაციულ შეზღუდვებს აწესებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხთან დაკავშირებული განათლების, საჯარო განხილვების და შეკრებების მიმართ. ის ასევე ბუნდოვან ფორმულირებებს შეიცავს და უარყოფით სტერეოტიპებს ამყარებს ლგბტიქ+ ადამიანების შესახებ ისეთი ხერხით, როგორიცაა, მაგალითად, ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის თანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობების და ინცესტის შედარება მცდარი ეკვივალენტური მნიშვნელობით. კანონი ერთი და იმავე სქესის წყვილების და ტრანსგენდერი პირების სამართლებრივ აღიარებას კრძალავს. ის ასევე აბრკოლებს ამ ადამიანების წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე და საქართველოში აივ/შიდსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზეც უარყოფითად მოქმედებს.

ჩვენ ღრმად გვაშფოთებს, რომ ამ კანონმა შეიძლება სიძულვილის ენა წაახალისოს, ძალადობის მეტი შემთხვევები გამოიწვიოს და ასევე სტიგმა, შეუწყნარებლობა და დეზინფორმაცია გააძლიეროს.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის უწყებებს, რომ ეს კანონი გაიწვიონ და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისობა უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით