პრეს-რელიზი

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

05 დეკემბერი 2024

ნიუ-იორკი, 4 დეკემბერი

ოთხშაბათს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა შემდეგი განაცხადა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე:

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ მშვიდობიანი შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლების  პატივისცემის მნიშვნელობას.  თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ  ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა გამოძიებულ იქნას დროულად და სრული გამჭვირვალობით.  გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს და შეეცადონ უთანხმოება დიალოგის გზით დაძლიონ.

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის სტეფან დუჟარიკის ბრიფინგის სრული ჩანაწერი იხილეთ აქ: https://webtv.un.org/en/asset/k1j/k1j03qsbmm 

  

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით