პრეს-რელიზი

  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერი 2024

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ჩვენ მკაცრი რეალობის წინაშე ვდგავართ. 

ადამიანის უფლებებს საფრთხე ემუქრება.

ათობით მილიონი ადამიანი კვლავ სიდუხჭირეში ცხოვრობს, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სიღარიბე, შიმშილი, ხოლო ჯანდაცვის და განათლების სისტემები არასრულფასოვანია და ბოლომდე ვერ გამოსულა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული მდგომარეობიდან.

გლობალურ დონეზე უთანასწორობა მძვინვარებს.

კონფლიქტები უფრო და უფრო ძლიერდება.

საერთაშორისო სამართალს გაცნობიერებულად უგულებელყოფენ.

ავტორიტარიზმი უფრო მასშტაბურად ვრცელდება, სამოქალაქო სივრცე კი იკუმშება.

სიძულვილით განმსჭვალული რიტორიკა დისკრიმინაციას, დაყოფას და აშკარა ძალადობას ამძაფრებს.

და ქალთა უფლებებიც დაღმასვლას განიცდის როგორც სამართლებრივ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.

წლევანდელი თემა ყველა ჩვენგანს შეგვახსენებს, რომ ადამიანის უფლებები გულისხმობს ვაშენოთ მომავალი — სწორედ ახლა.

ყველა ადამიანის უფლება განუყოფელია.

იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, კულტურული თუ პოლიტიკური; როდესაც ერთი უფლება ირღვევა, ამით ყველა სხვა უფლებაც ირღვევა. 

ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა უფლების სადარაჯოზე — ყოველთვის.

განხეთქილების დასრულებისა და მშვიდობის დამყარებისთვის.

სიღარიბითა და შიმშილით გამოწვეული უბედურების აღმოსაფხვრელად.

რათა ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვასა და განათლებაზე.

რათა ავამაღლოთ სამართლიანობა და თანასწორობა ქალებისთვის, გოგონებისადა უმცირესობებისთვის.

დემოკრატიის, პრესის თავისუფლებისა და დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.

უსაფრთხო, სუფთა, ჯანსაღ დამდგრად გარემოში ცხოვრების უფლების მხარდასაჭერად.

და ადამიანის უფლებადამცველების დასაცავად, მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებისას.

ახლახან მიღებული „მომავლის პაქტი“ კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმ ვალდებულებას, რაც მსოფლიოს აქვს აღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შესრულების მიმართ.

მოდით, ამ მნიშვნელოვან დღეს დავიცვათ, გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ყველა უფლება ყველა ადამიანისთვის.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით