პრეს-რელიზი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა სუფთა ენერგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

25 იანვარი 2025

26 იანვარი, 2025წ.

წლევანდელი პროგნოზით, განახლებადი ენერგორესურსები მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე დიდი წყარო პირველად გახდება. ამასობაში კი მათი ფასები                        მკვეთრად  შემცირებას განაგრძობს.

სუფთა ენერგიის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ამ რევოლუციას ვზეიმობთ. თუმცა, ასევე ჩვენ წინ არსებულ გამოწვევებსაც  ვაღიარებთ. 

წიაღისეული საწვავის ეპოქის დასასრული გარდაუვალია. თუმცა, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს სწრაფად  და სამართლიანად მოხდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რათა ყველაზე უარეს კლიმატურ კრიზისს გადავურჩეთ და ყველა ადამიანი სუფთა ენერგორესურსებთან დავაკავშიროთ - რითაც მილიონობით ადამიანი სიღარიბეს თავს დააღწევს. 

წელს, ქვეყნებს უპრეცედენტო შესაძლებლობა ექმნებათ, რომ კლიმატთან დაკავშირებული ამბიციები ენერგეტიკის და განვითარების ეროვნულ სტრატეგიებს შეუხამონ. ყველა ქვეყანას აღებული აქვს ეროვნულ დონეზე კლიმატის სამოქმედო ახალი გეგმების შემუშავების ვალდებულება, რათა გლობალური ტემპერატურის მატება 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს. მათ ისეთი გეგმები უნდა წარმოადგინონ, რაც ყველა სათბურის აირს და სექტორს მოიცავს; წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად ამოღებას განსაზღვრავს სამართლიანი გზით; და ხელს შეუწყობს გლობალურ მიზანს - განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების გასამმაგება 2030 წლამდე.   

დიდი ოცეულის ქვეყნებს უდიდესი შესაძლებლობები და ვალდებულებები გააჩნიათ - მათ ლიდერის როლი უნდა ითამაშონ. ყოველივე ამის მიღწევა კი აუცილებელია საერთო, მაგრამ დიფერენცირებული ვალდებულებების პრინციპის შესაბამისად. თუმცა, ყველა ქვეყანამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. 

ჩვენ ასევე უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ფორმირებადი ბაზრების და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განახლებადი ენერგორესურსების რევოლუციისთვის საჭირო ფინანსები შევიდეს. ამაში შედის „მრავალმხრივი განვითარების ბანკების“ საკრედიტო პოტენციალის ამაღლება, კაპიტალის მაღალი ღირებულების საკითხის გადაჭრა და ეფექტური ზომების მიღება ვალის გადახდასთან დაკავშირებით. 

სუფთა ენერგიის საერთაშორისო დღეს, მოდით, დავდოთ პირობა, რომ დასაბამი დავუდოთ სუფთა ენერგიის  საერთაშორისო ეპოქას, რომლის მთავარი საფუძველიც სწრაფად მოქმედება, სამართლიანობა და თანამშრომლობა იქნება.  

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით