პრეს-რელიზი

საქართველოს ყველა რელიგიური დენომინაციის ლიდერი ერთად მსჯელობს ბავშვთა უფლებების შესახებ საგანგებო კონფერენციაზე

03 თებერვალი 2020

კონფერენცია ეძღვნებოდა ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავს და გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით

Photo: © UNICEF/GEO-2020/Blagonravova

საქართველოს ყველა რელიგიური დენომინაციის ლიდერი შეიკრიბა საგანგებო კონფერენციაზე, რათა ემსჯელათ ბავშვთა უფლებებზე და რელიგიური ლიდერების როლზე ბავშვის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის საქმეში. კონფერენცია ორგანიზებული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ბავშვის უფლებათა კონვენცია 30 წლის შემდეგ, საქართველოს მიღწევები და დარჩენილი გამოწვევები, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში, რელიგიური ლიდერების როლი ბავშვის უფლებათა დაცვის და ხელშეწყობის საკითხში. 

 

FBO leaders

 

კონფერენცია გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის მიზანია ბავშვის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა რელიგიურ დენომინაციებთან თანამშრომლობის გზით.      

“ჩვენ დიდად ვაფასებთ რელიგიურ ლიდერებთან პარტნიორობას და გვსურს, ეს თანამშრომლობა ბავშვებისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი იყოს.”

აღნიშნა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ჩვენ ღია და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი წამოვიწყეთ ყველა რელიგიურ დენომინაციასთან, რათა მათი გავლენა მიმართული იყოს ბავშვის უფლებათა დასაცავად. რელიგიურ ლიდერებს შეუძლიათ აღკვეთონ საზოგადოებაში ბავშვის უფლებების დარღვევა, როგორიცაა მაგალითად, ბავშვთა მიმართ ძალადობა. გაეროს ბავშვთა ფონდი შეეცდება გააღრმავოს რელიგიურ დენომინაციებთან პარტნიორობა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად,“ განაცხადა დოქტორმა ხალილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით საქართველოში უკვე ჩატარდა თემატური შეხვედრები და სემინარები რელიგიურ ლიდერებთან ბავშვთა უფლებებზე, საქართველოში ბავშვთა მდგომარეობაზე და რელიგიური ლიდერების როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

 

FBO leaders

 

გაიმართა სამი სემინარი  100 მართლმადიდებელი მღვდლის, მუსლიმი მუფტისა და იმამებისთვის. გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლებთანაც. მსგავსი შეხვედრები 2020 წელსაცაა დაგეგმილი.

გაეროს ბავშვთა ფონდს რელიგიურ ორგანიზაციებთან და მათ ლიდერებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. რელიგიურ ლიდერებს ნდობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საკუთარ თემებთან და ხშირად ახლოს არიან ყველაზე დაუცველ ადამიანებთან. მათ კარგი შესაძლებლობა აქვთ, დაეხმარონ ყველაზე ღარიბ და დაუცველ ბავშვებსა და ოჯახებს.  

Maya Kurtsikidze

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით