პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

15 ივლისი 2024

“ახალგაზრდობის უნარები მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისთვის”

კაცობრიობისა და ჩვენი პლანეტის მომავალი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. 

მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად აითვისებენ ისინი დღევანდელი გამოწვევების გადაჭრისა და უფრო მშვიდობიანი ხვალინდელი დღის ჩამოყალიბების უნარებს.

ვიცით, რომ არსებობს მკაფიო კავშირი მშვიდობის მაღალი დონის მქონე ქვეყნებს, განათლების ხარჯებსა და სკოლის დამთავრების მაჩვენებლებს შორის.

მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოს ახალგაზრდების თითქმის მეოთხედი არ არის ჩართული განათლებაში, დასაქმებასა თუ ტრენინგში - ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში.

ამის პარალელურად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში განათლების დაფინანსების სხვაობა წელიწადში 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წლევანდელი ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღე ეძღვნება ახალგაზრდებში მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო უნარების შეძენას.

მთელ მსოფლიოში ახალგაზრდები უკვე მუშაობენ უფრო უსაფრთხო და ძლიერი თემების ჩამოსაყალიბებლად. მათ შეუძლიათ კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინონ ჩვენს საერთო მომავალზე იმ შემთხვევაში, თუ მეტად გადაემზადებიან მზარდი მწვანე და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე, მეტი განათლება ექნებათ სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის ციკლის გასარღვევად, აღიჭურვებიან მედიაციისა და დიალოგის გაძლიერების ინსტრუმენტებით და მრავალი სხვა უნარებით.

მოდი დღეს და ყოველდღე ერთად ვიმუშაოთ განათლების გარდაქმნაზე.

 

მოდი ერთად ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რომ ახალგაზრდებმა შეიძინონ ის უნარები, რომლებიც საჭიროა ყველასთვის უფრო მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით