პრეს-რელიზი

ბიზნესი და ადამიანის უფლებები - ონლაინ ტრენინგი

23 ივნისი 2021

ბიზნესი და ადამიანის უფლებები.  განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 3 სექტემბერი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) სამხრეთ კავკასიაში აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს ონლაინ ტრენინგზე - ბიზნესი და ადამიანის უფლებები, რომელიც 2021 წლის 20-24 სექტემბერს (5 დღე) გაიმართება.



ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში; ბიზნესის და ადამიანის უფლებები გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად; კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლის დროს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ვალდებულებები, და სხვა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული ნაწილის შესწავლას, ასევე პრაქტიკულ სიმულაციებს. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის, მართვის ან/და
  • ბიზნესის (ადმინისტრირების) სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს;
  • სამართლის, მართვის ან/და ბიზნესს სპეციალობის მაგისტრანტებს;
  • სამოქალაქო საზოგადოების წევრებს (30 წლის და ქვევით).

კანდიდატების მიერ ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV და სამოტივაციო წერილი

(სასურველია ინგლისურ ენაზე; არაუმეტეს 250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbekauri@ohchr.org  

 

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ტრენინგის დასახელება: ბიზნესი და ადამიანის უფლებები.  განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 3 სექტემბერი.

UN OHCHR ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წამყვანი ორგანიზაციაა. მის უმთავრეს მიზანს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ადამიანის უფლების და თავისუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. UN OHCHR ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოში ხელს უწყობს სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ცოდნის ამაღლებას.

 

Meri Makharashvili

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
Communications Specialist

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით