პრეს-რელიზი

სტუდენტური პროგრამა - ყველა ადამიანის უფლებაა.....

21 სექტემბერი 2021

 

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) სამხრეთ კავკასიაში სტუდენტებისთვის აცხადებს -  ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.

 

პროგრამის მიზანია:

 

  • რეგიონული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ადამიანის უფლებების საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავება;
  • და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ინფორმციის (მათ შორის ვიკიპედია) ონლაინ განთავსება.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

 

საქართველოს რეგიონების მასშტაბით არსებული კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის (ან საერთაშორისო სამართლის) მესამე და მეოთხე კურსის და/ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

საგანამათლებლო პროგრამა ორ ფაზას მოიცავს:

  1. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტრენინგს (ქართულ ენაზე) ისეთ საკითებზე როგორებიცაა:

ა) უნივერსალურ და რეგიონულ დონეზე მოქმედი ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოები;

ბ) აბსოლუტური და შეზღუდული ხასიათის უფლებები, და უფლებათა შეზღუდვის კრიტერიუმები;

გ) თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა (რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე).

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიული ნაწილის შესწავლას, ასევე პრაქტიკულ სიმულაციებს.

 

  1. მონაწილეთა მიერ, წინასწარ შერჩეული თემების შესახებ საინფორმაციო სტატიების მომზადებას (ქართულ ენაზე), რომლებიც აიტვირთება ვიკიპედიაზე და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით გავრცელდება გაეროს სოციალური გვერდების მეშვეობით.

 

საუკეთესო 3 სტატიის ავტორები დაჯილდოვდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).

 

როგორ მიიღოთ პროგრამაში მონაწილეობა?

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სრულყოფილი CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thea.ketishvili@un.org  

 

***გაითვალისწინეთ!

 

სამოტივაციო წერილში მოცემული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდის 400-ს და მისი შინაარსი მკაფიოდ უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა? რა თემაზე/რომელ უფლებასთან დაკავშირებით ისურვებდით სტატიის დაწერას და რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

 

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პროგრამის დასახელება: ყველა ადამიანის უფლებაა....

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 ოქტომბერი.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (CV და სამოტივაციო წერილი).

 

UN OHCHR ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წამყვანი ორგანიზაციაა. მის უმთავრეს მიზანს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ადამიანის უფლების და თავისუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, UN OHCHR საქართველოში ხელს უწყობს სტუდენტების ცოდნის გამაღლებას.

                              

Meri Makharashvili

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
Communications Specialist

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით