იცოდე შენი უფლებები - პოსტერების კონკურსი
23 სექტემბერი 2021
კონკურსში მონაწილეობით შეგიძლიათ ჩაერთოთ OHCHR-ის საინფორმაციო კამპანიაში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდის პროცესში
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) სამხრეთ კავკასიაში დამწყები და პროფესიონალი დიზაინერებისთვის აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე - იცოდე შენი უფლებები.
კონკურსში მონაწილეობით - შეგიძლიათ ჩაერთოთ OHCHR-ის საინფორმაციო კამპანიაში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდის პროცესში.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- ნებისმიერ დიზაინერს როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;
- მსურველთა მონაწილეობა ასაკის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის შეზღუდული.
როგორ შეგიძლია მონაწილეობის მიღება?
- მონაწილემ უნდა მოამზადოს და გამოგვიგზავნოს პოსტერი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლიდან ერთ-ერთს (გაეცანით დეკლარაციაში მოცემულ მუხლებს აქ);
- პოსტერი მკაფიო/საინტერესო ილუსტრაციებით უნდა გადმოსცემდეს დეკლარაციის რომელიმე მუხლის (ადამიანის ერთ-ერთი უფლების) შინაარს;
- მნიშვნელოვანია პოსტერი იყოს ინფორმაციული ხასიათის და არ შეიცავდეს შეურაცმყოფელ ელემენტებს;
- საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს ინდივიდის მიერ. ჯგუფური ნაშრომები კონკურსში არ მიიღება;
- ყველა პოსტერი უნდა იყოს დიზაინერის ორიგინალი ნამუშევარი;
- ერთ მონაწილეს შეუძლია გამოაგზვანოს რამდენიმე საკონკურსო ნაშრომი, თუმცა ყველა სხვადასხვა თემაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშრომი არ მიიღება);
- პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, UN OHCHR იტოვებს უფლებას, მოხსნას კონკურსანტი კონკურსიდან.
კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:
- ფლობთ საავტორო უფლებებს, წარდგენილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;
- UN OHCHR-ს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს (ავტორის მითითებით) თქვენს მიერ გამოგზავნილი პოსტერი ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში.
ნაშრომების შეფასება და პრიზები
UN OHCHR-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს საკონკურსო ნაშრომებს და გამარჯვებულს გამოავლენს.
ნამუშევრები შეფასდება ადამიანის უფლებების (საყოველთაო დეკლარაციაში მოცემული, მონაწილის მიერ შერჩეული მუხლის) შესახებ ინფორმაციის ორიგინალური ვიზუალით გადმოცემით.
ასევე მნიშვნელოვანია, პოსტერზე მოცემული ილუსტრაციები იყოს საინტერესოდ, თემასთან შესაბამისად და საზოგადოებისთვის გასაგებად გამოხატული.
პრიზები
- 1 ადგილი - 5000 ლარი (ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი);
- 2 ადგილი - 3,500 ლარი (ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი);
- 3 ადგილი - 2000 ლარი (ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი).
ჟიურის მიერ შერჩეული 10 პოსტერი ავტორის სახელის და გვარის მითითებით განთავსდება გაეროს სოციალურ გვერდებზე, და გამოვიყენებთ სხვადასხვა ღონისძიებების/კამპანიების დროს (ავტორის მითითებით).
განაცხადის წარდგენის წესები:
- კონკურსში მიიღება მაღალი რეზოლუციის ციფრული პოსტერი. ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG და/ან PDF ფორმატში და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს;
- ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: Tamar.bekauri@un.org
- წერილის ტექსტში უნდა მიუთითოთ: ავტორის სახელი/გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ასევე, მნიშვნელოვანია წერილობით მიუთითოთ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის რომელ მუხლს ეხება თქვენს მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პოსტერი.
საკონკურსო ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი 2021.
კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
მერი მახარაშვილი, UN OHCHR, 599 500 137