პრეს-რელიზი

ახალგაზრდული კვირეული 12-14 აგვისტო

12 აგვისტო 2022

12 და 14 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის კვირეულს მართავს, რაც საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს. 

Photo: © Tatia Nadareishvili/UNFPA

12 აგვისტოს, კვირეული გაიხსნება ახალგაზრდული ფესტივალით ქალაქ ახალციხეში, ხოლო 14 აგვისტოს გაგრძელდება ახალგაზრდული ფესტივალით ქალაქ ზესტაფონში. 

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე - 12 აგვისტო - დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ, რათა ხელი შეეწყო ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში გათვალისწინებას და ახალგაზრდების საკვანძო როლის აღიარებას თანამედროვე საზოგადოებაში. 

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო ინსტალაცია: “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, სადაც წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. ფოტოები ეკუთვნის დინა ოგანოვას, ხოლო ილუსტრაციები კი თათია ნადარეიშვილმა და ფორსეტმა შექმნეს. 

გარდა ამისა, ორივე ქალაქში გაიმართება ახალგაზრული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც კომპანია Body Shop ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“, ხოლო ღონისძებებს დაასრულებს მებო ნუცუბიძის კონცერტი. 

12 აგვისტოს, ახალგაზრდული ფესტივალი ახალციხეში იმართება UNFPA-ს მიერ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტეთან და ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით, პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და მასთან დაკავშირებული საზიანო პრაქტიკების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

14 აგვისტოს, ზესტაფონში კი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და ზესტაფონის მერიასთან თანამშრომლობით, პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.  

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები წარმოაჩენს UNFPA-ს და პარტნიორების ერთობლივ საქმიანობას ახალგაზრდების გაძლიერებისთვის და ამავდროულად ეხმიანება ევროკავშირის ახალგაზრდობის ევროპულ წელს, რათა ხაზი გაუსვას ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ცვლილებების განხორციელების, მდგრადი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშნებლობის  პროცესში.  

ახალგაზრდული ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

Salome Benidze

სალომე ბენიძე

გაეროს მოსახლეობის ფონდი
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს მოსახლეობის ფონდი
გაეროს მოსახლეობის ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით