პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

16 სექტემბერი 2024

2024 წლის 16 სექტემბერი

Photo: © UN

მაშინ როცა მულტილატერალიზმი სერიოზული ზეწოლის ქვეშაა, ოზონის შრის დაცვის მონრეალის ოქმი იმედის ძლიერ სიმბოლოს წარმოადგენს. ის იმის შეხსენებაა, რომ, როცა ქვეყნები საერთო კეთილდღეობისთვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოხატავენ, ცვლილებები შესაძლებელია.

ოზონის შრის გამანადგურებელი ნივთიერებების მოხმარებასა და წარმოებაზე ეტაპობრივად უარის თქმით მსოფლიოს გაერთიანებასთან ერთად ოქმმა ხელი შეუწყო ნახშირბადის შთანმთქმელების დაცვას, კაცობრიობის ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

ოზონის შრე, ოდესღაც დაავადებული პაციენტი, გამოჯანმრთელების გზას ადგას.

ახლა უფრო მეტი პროგრესის დროა!

ოქმის კიგალის შესწორებას, რომელიც ჰიდროფტორნახშირწყალბადების (HFCs) –  გლობალური დათბობის მძლავრი აირების – თანდათანობით შეწყვეტაზეა ფოკუსირებული, შეუძლია ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების შერბილების მცდელობებს, დაიცვას ადამიანები და პლანეტა. დღეს ეს იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე, რადგან ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები კვლავიცვლება.

სრული რატიფიცირებისა და განხორციელების შემთხვევაში კიგალის ცვლილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გლობალური დათბობის 0,50C-მდე  თავიდან აცილებას ამ საუკუნის ბოლოსთვის. მიუხედავად ამისა, კლიმატის მთელი რიგი გადაწყვეტები – მათშორის ისინი, რომლებიც დაკავშირებულია გაგრილების აგენტებსა და ენერგოეფექტურობასთან – აგრეთვე საჭიროა კლიმატის კრიზისის თავიდან აცილების მიზნით საუკუნის შუა პერიოდისთვის.

ყოველი ხუთი ქვეყნიდან ოთხმა უკვე მოახდინა კიგალის ცვლილების რატიფიცირება, მაგრამ დრო არ იცდის.

მსოფლიო ოზონის დღის აღსანიშნავად,მოდი ყველამდავდოთ მშვიდობის შეთანხმებაჩვენსპლანეტასთან! მოდი ჩვენი წვლილი შევიტანოთ მონრეალის ოქმის წარმატებით განხორციელებაში, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს, რისი მიღწევაა შესაძლებელი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად!

***

ანტონიო გუტიერეში

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით