შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არსებითი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2023
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები არაერთ ბარიერს აწყდებიან მონაწილეობის უფლებით სარგებლობის კუთხით. ხშირად ისინი არ არიან ჩართულნი ისეთ გადაწყვეტილებათა მიღებაშიც, რომლებიც მათ საბაზისო უფლებებს უკავშირდება.
შშმ პირთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბრკოლებს სხვადასხვა ფაქტორები, როგორებიცაა მხარდამჭერი სერვისების სიმცირე, მომსახურებაზე და ინფორმაციაზე წვდომის ბარიერები, დისკრიმინაციული პრაქტიკა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუცილებელ ქმედებებს, რომლებიც პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გაატარონ შშმ პირთა არსებითი მონაწილეობისთვის გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ამასთან, დეტალურად აღწერს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს, მათი გამოყენების პრაქტიკულ გზებსა და შესაძლებლობებს. დოკუმენტში შემოთავაზებული რეკომენდაციები ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, განსხვავებულობასა და სხვა ფაქტორთა გავლენებს.
სახელმძღვანელო შექმნილია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალ-პარტნიორული ნდობის ფონდის (UNPRPD MPTF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.