პრეს-რელიზი

საგრანტო კონკურსი

28 თებერვალი 2025

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), ევროკავშირის (EU) დაფინანსებით საქართველოში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას საქართველოში, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის. 

გრანტები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სამ ძირითად სფეროში:

  • ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვა.
  • დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებების დაცვის ინიციატივების გაძლიერება, განსაკუთრებით სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) და უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება.
  • ჰქონდეს ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ჰქონდეს შემოთავაზებული განაცხადის შესრულების საკმარისი შესაძლებლობა და მინიმუმ ერთ წლიანი საოპერაციო გამოცდილება. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 მარტი, 18:00 საათი (თბილისის დრო).

განაცხადის მომზადების შესახებდეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრაგაიმართება 2025 წლის 7 მარტს, 15:00 საათზე (თბილისის დრო), ონლაინ / Zoom-ის საშუალებით: 

https://us06web.zoom.us/j/83543331310?pwd=ztjQ80z1isr3LhaYa5lXbyhu6ZXUbC.1

შეხვედრაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა  წინასწარი მოთხოვნა უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: thea.ketishvili@un.org

დამატებითი კითხვების გაგზავნა ასევე შესაძლებელია მისამართზე thea.ketishvili@un.org 2025 წლის 12 მარტამდე. პოტენციური განმცხადებლები მიიღებენ მათ კითხვებზე პასუხებს კითხვების გაგზავნიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში. 

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ბმულზე მოცემულ დოკუმენტებში (გთხოვთ ჩამოტვირთოთ და ისე შეავსოთ ფორმები): https://drive.google.com/drive/folders/1r3vPD3vIn76MLAQ7Cm8aG4szkSSDD4og?usp=sharing

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

EU
European Union
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით