პუბლიკაცია
ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში 2014
11 ოქტომბერი 2014
საქართველო, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერი სახელმწიფო, პერიოდულად წარადგენს ანგარიშებს ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.
საბაზისო ანგარიში, რომელშიც გლობალური მიზნები მორგებულია საქართველოს განვითარების საჭიროებებზე, მომზადდა 2004 წელს. 2005 წელს საქართველომ წარადგინა ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის ანგარიში. 2007 წელს მომზადდა ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში თბილისისათვის.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა 2014 წელს, ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების ციკლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. ანგარიში აღწერითი ხასიათისაა. მისი მიზანია საქართველოს მიღწევების შეფასება დასახული მიზნების შესრულების თვალსაზრისით.
გამოქვეყნებულია
UN
დაკავშირებული კონტენტი
რესურსები
25 იანვარი 2024