პუბლიკაცია
ბიზნესისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების მიწოდება სოფლად
13 მარტი 2023
კვლევაში აღწერილია კერძო სექტორისთვის განკუთვნილი საჯარო სერვისების მიწოდების პრაქტიკა სოფლად, შეფასებულია არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.
კვლევა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
კვლევის მთავარი მიგნებებია:
- კერძო სექტორისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რამაც ამ მხრივ შესამჩნევი გაუმჯობესება გამოიწვია. ამის მიუხედავად, გამოწვევები და ხარვეზები კვლავ არსებობს, განსაკუთრებით სისტემებზე ხელმისაწვდომის თვალსაზრისით.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიზნესისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისი ხელმისაწვდომია სოფლად, მისი მიწოდების ხარისხი საგრძნობლად განსხვავდება ცენტრალურ დონეზე არსებული სერვისისგან.
- ცენტრალურ დონეზე სერვისის მიწოდებისას, მეტად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები და მომხმარებელზე ორიენტირებული თანამედროვე მიდგომები, რაც ჯერ კიდევ არასაკმარისადაა გავრცელებული მუნიციპალურ დონეზე.
- ციფრულ სერვისებზე მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული უნარები მეტ განვითარებას საჭიროებს.
- მუნიციპალური უწყებები ვერ უზრუნველყოფენ სათანადო მომსახურებას მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის.
გამოქვეყნებულია
EU
გაეროს განვითარების პროგრამა
დაკავშირებული კონტენტი
რესურსები
04 დეკემბერი 2023