განვითარების სფეროში პარტნიორობის ყოველწლიური ფორუმი
შესავალი სიტყვა საბინე მახლის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის მიერ
ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ძვირფასო მინისტრებო და მთავრობის მინისტრის მოადგილეებო,
ძვირფასო პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრებო,
ძვირფასო განვითარების პარტნიორებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,
ძვირფასო კოლეგებო და სტუმრებო,
პატივი მაქვს მოგესალმოთ განვითარების პარტნიორთა საკოორდინაციო ჯგუფის სახელით. ამ ჯგუფში გაერთიანებული არიან განვითარების ძირითადი ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ აქ, საქართველოში. ყველა ჩვენთაგანის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრემიერ მინისტრო, თქვენს ადმინისტრაციას, ასევე მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს ამ მაღალი დონის ფორუმის მასპინძლობისა და ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განხილვის შესაძლებლობისათვის, რათა ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
მიგვაჩნია, რომ ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ერთობლივად განვიხილოდ წინსვლა და შესაძლებლობი და უფრო მეტად გავზარდოთ შედეგები და გავაძლიეროდ თანამშრომლობა. ეს ასევე ძალიან დროულია იმის გათვალისწინებით, რომ განვითარების ბევრი პარტნიორი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ახალ სტრატეგიებს ამუშავებს. მოუთმენლად ველით ინფორმაციას მთავრობის პრიორიტეტებისა და იმ სფეროების შესახებ, რომლებზეც გსურთ გავამახვილოთ ყურადღება 2020 წელს და შემდგომ პერიოდში. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ფორუმი იხელმძღვანელებს "შედეგზე ორიენტირებული მიდგომით", რომელიც შემდგომში უფრო მეტად დაიხვეწება ექვს თემატურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც გამართავს შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში. ის ჯგუფები, რომლის თავმჯდომარეა ერთი სამინისტრო და განვითარების პარტნიორების ერთი წარმომადგენელი, იმუშავებენ დარგობრივ კოორდინაციაზე.
საქართველომ დაუყოვნებლივ მიიღო 2030 წლის ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც 17 მდგრადი განვითარების მიზანს მოიცავს. თქვენი ქვეყანა იყო პირველთა შორის, ვინც ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა 2016 წელს ჩაატარა, ხოლო მეორე მიმოხილვა მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მუშაობის კოორდინაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებას. ჩვენ ველით, რომ მთავრობის ხელმძღვანელობით აღნიშნული პრიორიტეტები ჩამოყალიბებული იქნება იმგვარად, რომ დაპირება პროცესის მიღმა არც ერთი ადამიანის დატოვების შესახებ რეალობად იქცეს. მდგრადი განვითარების მიზნები ასახავს ჩვენთვის სასურველ მსოფლიოს, რომელიც თავისუფალი იქნება სიღარიბისგან, დანაკარგებისა და უთანასწორობისგან; უფრო სამართლიან მსოფლიოს; მსოფლიოს, რომელიც პატივს სცემს ბუნებრივ საზღვრებს. მდგრადი განვითარების მიზნები პასუხობენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს და წარმოადგენენ ერთმანეთთან დაკავშირებულ „5 პუნქტს“: ხალხი, პლანეტა, კეთილდღეობა, პარტნიორობა და მშვიდობა.
ჩვენ, განვითარების პარტნიორები, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მდგრადი, ინკლუზიური და "მწვანე" ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში, რომელსაც თან უნდა სდევდეს სიღარიბის შემცირება, ადამიანის უფლებათა დაცვა, და ასევე წინსვლა კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ენერგოეფექტურობას და პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, მისი მთელი პოტენციალის გამოვლენის აუცილებლობას. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანური კაპიტალის შექმნა და იმ გამოწვევების დაძლევა, რომლებიც ყველა ჩვენთაგანს კლიმატის ცვლილებით ემუქრება. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს კანონმდებლობის, პოლიტიკის სფეროებში თუ ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება.
ვიმედოვნებთ, რომ გასული წლის ბოლოს მიღებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება მხარდაჭერილი იქბება. საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალსა და მამაკაცს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, უნდა შეეძლოს იმ წინსვლით, რომელსაც ქვეყანა მიაღწევს. ეს მოიცავს ხარისხიანი განათლების, ჯანდაცვისა და ფინანსების ხელმისაწვდომობას ყველასთვის, იმისათვის, რომ საკუთარი მისწრაფებების რეალიზება შეძლონ.
დიალოგის დროს მოხარული ვიქნებით მოვისმინოთ თქვენი გეგმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოების ჩართულობის მიდგომამ იმუშაოს თემების სიცოცხლიუნარიანობის გაძლიერებისთვის. გვსურს გავიგოთ, თუ როგორ წარმოგიდგენიათ სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა საქართველოს ამბიციური განვითარების დღის წესრიგის მიღწევის პროცესში.
ეროვნული ბიუჯეტი, დონორთა რესურსები და ადმინისტრაციის შესაძლებლობები არ არის უსასრულო. ინკლუზიურ ზრდის ხელშესაწყობად მდგრადი შედეგების უზრუნველყოფისთვის ერთადერთი გზაა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ საუკეთესოდ ვიყენებთ ყოველ ლარს, ყოველ პროექტს, ყოველ სამუშაო საათს. არანაირი გადაფარვა და დუბლირება. სწრაფვა თანმიმდევრული მიდგომისკენ და ჩვენი ძალისხმევის ურთიერთშევსება.
განვითარების ყველა პარტნიორის სახელით მოუთმენლად ველოდებით ჩვენს ინტერაქციასა და დისკუსიებს დღის მეორე ნახევარში და კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ჩვენთან ამ მაღალი დონის დიალოგში ჩართვისთვის.