პრეს-რელიზი

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს აღწევს, დემოგრაფიული პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დგანან, მოსახლეობის პოლიტიკის გადახედვას საჭიროებს - გაეროს მოსახლეობის ფონდი

15 ნოემბერი 2022

საჭიროა იმ გზების გადახედვას, რა გზებითაც ქვეყნები დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობენ.

დღევანდელმა საეტაპო მოვლენამ, როდესაც მსოფლიოში ჯერ კიდევ მზარდი მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს აღწევს, არ უნდა დაჩრდილოს ის პოტენციურად მძიმე შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კლებას განიცდის, თუ ისინი ვერ შეძლებენ იმ გზების გადახედვას, რომლებითაც ისინი დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობენ - ამის შესახებ დღეს განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა და უკუსვლა იწყო ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, უმეტესწილად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება. ამ პრობლემის მოუგვარებლად დატოვება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის, სოციალური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მომავალს.

მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას, მთავრობები უმთავრესად აქცენტს შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე აკეთებენ“, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა.

მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, თავიანთი მომავლის საკუთარ ქვეყანაში შენებაზე იზრუნონ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებში ეძიონ შესაძლებლობები, და, მეორე მხრივ, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის სურვილიც აქვთ.”

აღნიშნული ფლორენს ბაუერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რიცხვებსა და აღქმულ საფრთხეებზე გადაჭარბებულ კონცენტრირებას სჯობს ყურადღება დემოგრაფიულ ცვლილებაზე გადავიტანოთ, და აღვიქვათ იგი, როგორც უფრო ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოებების შენების შესაძლებლობა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უკეთესი სამუშაო შესაძლებლობის ძიებაში ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გადინებისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლების წყალობით, აღმოსავლეთ ევროპა მსოფლიოში პირველ რეგიონად იქცა, სადაც მოსახლეობის მდგრადი შემცირება ფიქსირდება. ამჟამად იმ ათ ქვეყანას შორის, სადაც მოსახლეობის შემცირება მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ცხრა ქვეყანა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მდებარეობს.

რაღა თქმა უნდა, რიცხვები და მონაცემები მნიშვნელოვანია, თუმცა მოსახლეობის რიცხვის ზრდასა და ვარდნაზე გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ შეიძლება ყურადღების მოდუნება გამოიწვიოს იმ საკითხზე, რომელიც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია, ეს არის ისეთი საზოგადოებების შენება, სადაც ადამიანებს სურთ ცხოვრება და ოჯახების შექმნა“, - თქვა ფლორენს ბაუერმა.

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მრავალმხრივი პოლიტიკის გატარება პრობლემის გადაჭრის ალბათობას ზრდის. ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებები მოიცავს ინვესტირებას მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვაში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც თანაბრად ეხება კაცებსა და ქალებს, ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალებისა და კაცების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ოჯახური და სამუშაო მოვალეობების შეთავსება, ახალგაზრდებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი შესაძლებლობების გაფართოებას და კაცებსა და ქალებს შორის ოჯახზე ზრუნვისა და საყოფაცხოვრებო ვალდებულებების სამართლიან განაწილებას.

ჩართულობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოგრაფიული ცვლილებასთან ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოიცავს იმ ბარიერების მოხსნას, რომლებიც ხელს უშლის ქალების, ხანდაზმული ადამიანების, ემიგრანტების და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ადამიანთა ჯგუფების სრულყოფილ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

Salome Benidze

სალომე ბენიძე

გაეროს მოსახლეობის ფონდი
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს მოსახლეობის ფონდი
გაეროს მოსახლეობის ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით