2023 წლის წლიური ანგარიში
2023 წლის წლიური ანგარიშის შედეგებში შეჯამებულია გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ საქართველოში 2023 წელს ხუთ ძირითად პრიორიტეტულ სფეროში მიღწეული პროგრესი. აღნიშნული საქმიანობა სრულად შეესაბამება 2021-2025 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
საქართველოში გაეროს 21 სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევა ორიენტირებულია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე და ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის მხარდაჭერაზე.
აღნიშნულ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გაეროს გაღრმავებული პარტნიორობა. მასში აგრეთვე ხაზგასმულია რესურსების მობილიზებისა და ხარჯების მიმართულებით გაეროს მიღწევები. დასკვნით ნაწილში მიმოხილულია 2024 წლისთვის გაეროს მიერ დასახული პრიორიტეტები.