ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გაეროს სააგენტოთა შორის კავშირების გაძლიერება ემსახურება
26-27 სექტემბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი, ეწვია და მიმდინარე პროექტებს და ახალ შესაძლებლობებსა და განვითარების საჭიროებებს გაეცნო.
დიდიე ტღებიუკი შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს. შეხვედრებზე განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში, ტღებიუკი შეხვდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლებს.
დიდიე ტღებიუკმა მონაწილეობა მიიღო ადრეული განათლებისა და ზრუნვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში „ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.
დიდიე ტღებიუკი ასევე ეწვია მაჭახელას ეროვნულ პარკს და მაღალმთიანი აჭარის სოფლებს, სადაც გაეროს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. ეს ადგილობრივი ინიციატივები სოფლის მდგრად განვითარებას, ეკოსისტემების დაცვას, ტურიზმისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ემსახურება.
ვიზიტის დასასრულს, გაეროს ხელმძღვანელი ასევე ეწვია ბათუმის ტექნოპარკს, სადაც გაეცნო ახალგაზრდა გამომგონებლების ინოვაციურ პროექტებს.
ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები
UN
United Nations
მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით