პუბლიკაცია
გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება 2021-2025
18 ნოემბერი 2020
გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება 2021-2025 (UNSDCF-ი) ასახავს გაეროს სისტემის კოლექტიურ ხედვასა და პასუხს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებზე. იგი ცვლის 2016-2020 წლებში გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისათვის (UNPSD-ი). UNSDCF დოკუმენტში წარმოდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის ძირითადი საერთო მიზნები, ის სფეროები, რომლებშიც გაერო აპირებს საქართველოს მთავრობისა და მისი ხალხის მხარდაჭერას და ამ თანამშრომლობის მოსალოდნელი შედეგები. ადამიანების კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაზრდისა და დაზარალებული და დაუცველი მოსახლეობის ცხოვრებაში რეალური ცვლილების შეტანის აუცილებლობა წითელ ხაზად გასდევს მთელ დოკუმენტს.
გამოქვეყნებულია
RCO