გაეროს სააგენტოები წარმოადგენენ საქართველოს ყოველწლიური პროგრესის ანგარიშს
28 აპრილი 2021
გაეროს მიღწევები ხუთი ძირითადი მიმართულებით წარადგინეს
დღეს გაეროს ქვეყნის გუნდმა წარადგინა მთავრობასთან შეთანხმებული 2016-2020 წლების ერთობლივი სტრატეგიის ”პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის” განხორციელების მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნული პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად „ერთიანი ქმედების“ მიმართ გაეროს სააგენტოების პასუხისმგებლობის ხაზგასმას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა თავის ვირტუალურ მოხსენებაში აღნიშნა გაეროსთან ეფექტური და ეფექტიანი თანამშრომლობა.
„მომავალ წელს გაეროსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლისთავი აღინიშნება. ამ ათწლეულების განმავლობაში მისი მხარდაჭერა და მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და დღეს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ჩვენი მთავრობის სახელით. ეს იყო გრძელი გზა, მზარდი თანამშრომლობით, იმ სამყაროსკენ სადაც არავინ დარჩება განვითარების პროცესებს მიღმა. ამ დროის განმავლობაში საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთო გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, ხშირად ასრულებდა წამყვან როლს სხვადასხვა მთავრობათაშორის მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებში, გაეროს სამივე საყრდენის მიმართულებით,” განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
„ჩვენ მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას და კვლავაც მზად ვართ UNCT-ისთან თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების ერთობლივი ძალისხმევით, შეგვიძლია ვაქციოთ მსოფლიო ყველასთვის უკეთეს ადგილად “, - აღნიშნა საქართველოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროსა და საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის ზოგიერთ მიმართულებას - მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების განმტკიცება და საქართველოში ადამიანების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, კონფლიქტით დაზარალებული თემების მდგრადობის გაუმჯობესება. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს გუნდს გაწეული ძალისხმევისა და COVID-19-ის პანდემიაზე ეფექტურად რეაგირების მიზნით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს სისტემის სახელით გამოხატა მადლიერება მთავრობის, პარლამენტის, დონორთა თანამეგობრობის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიმართ, მათ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. მან განმარტა რომ საქართველოში მოქმედმა 17-მა სააგენტომ მოიცვა სფეროების ფართო სპექტრი, მაგრამ გაეროს ძალისხმევა ერთიანდება ერთობლივი პასუხისმგებლობის ქვეშ - „არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა“ - რაც მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი დევიზია. ქალბატონმა საბინემ აღნიშნა, რომ 2020 წელს გაეროს წვლილმა საქართველოს განვითარების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაში 57.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში მოქმედმა 17-მა სააგენტომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია მდგრადი განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევის გაძლიერების თვალსაზრისით. 2020 წელს გაერომ გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან და ბევრ სხვა პარტნიორთან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების, სოციალური სამართლიანობის, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით, მდგრადი საარსებო წყაროების განვითარებასა და ეროვნული SDG-ების პოპულარიზაციაზე, „არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა“ პრინციპზე დაყრდნობით,“ თქვა საბინე მახლიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა.
მან აღნიშნა, ყოველწლიურ ანგარიშში წარმოდგენილია გაერო-საქართველოს შედეგები არასახარბიელო გარემოებების პირობებში, ნაჩვენებია COVID-19 -ის პანდემიის მიუხედავად მიღწეული ხელშესახები პროგრესი. „2020 წელს, UNCT-მ 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა მიმართა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ, COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული სოციალ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისა და ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის აფეთქების შედეგების შერბილების მიზნით. გაერო პასუხობს ჯანდაცვის სისტემის დაუყოვნებელ საჭიროებებს, ისევე როგორც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების შედარებით გრძელვადიან საჭიროებებს“, განაცხადა საბინე მახლიმ.
„ჩვენ კვლავაც ორიენტირებულნი ვართ ჩვენს მთავარ მიზანზე: ადამიანის კეთილდღეობის, შესაძლებლობების და სოციალური თანასწორობის ამაღლება და როგორც ხალხისა და საზოგადოების ძლიერი ხელმძღვანელის წარმატებული საქმიანობა, ”- თქვა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა. „ჩვენი იმედი გვაქვს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ახალ სტიმულს მისცემს საქართველო-გაეროს თანამშრომლობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში”.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა, მარინე ჩიტაშვილმა, გაეროს მიღწევები ხუთი ძირითადი მიმართულებით წარმოადგინა: 1) დემოკრატიული მმართველობა; 2) სამუშაო ადგილები, საარსებო წყაროები და სოციალური დაცვა; 3) განათლება; 4) ჯანმრთელობა; და 5) ადამიანის უსაფრთხოება და საზოგადოების მედეგობა. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს UNCT– მა 57.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხის მობილიზება მოახდინა, განვითარებასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გადასაჭრელად: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, განათლება, მედეგობის ამაღლება საზოგადოების დონეზე, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, სოციალური დაცვა და სხვა.
გაეროს ოფისის ორგანიზებით, ღონისძიებამ გააერთიანა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები.