პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის ვიდეო მიმართვა ახალ წელთან დაკავშირებით

29 დეკემბერი 2021

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ახალ წელთან დაკავშირებით შემდეგი მიმართვა გაავრცელა:

 

 

,,იმ დროს, როდესაც მსოფლიო 2022 წელს ხვდება, ჩვენი მომავლის იმედები გამოცდას გადის.

სიღარიბის გაღრმავებისა და უთანასწორობის მზარდი სახით.

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარი განაწილების სახით.

კლიმატის ვალდებულებების სახით, რომლებიც არ სრულდება.

და მიმდინარე კონფლიქტების, უთანხმოების და დეზინფორმაციის სახით. ეს გამოცდები უბრალოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის.

ეს მორალური გამოცდებია, რომლებიც რეალური ცხოვრებით არის ნაკარნახევი.

კაცობრიობამ, შესაძლოა, ეს გამოცდები გადალახოს, თუ ჩვენ თავის თავზე ავიღებთ ვალდებულებას, რომ 2022 წელს ყველასთვის აღდგენის წლად გადავაქცევთ.

პანდემიის შემდგომი აღდგენა - საყოველთაო უნივერსალური ვაქცინაციის გაბედული გეგმით.

აღდგენა უნდობლობისა და უთანხმოების შემდეგ - განახლებული აქცენტით მეცნიერებაზე, ფაქტებზე და საღ აზრზე.

პოსტკონფლიქტური აღდგენა - დიალოგის, კომპრომისისა და შერიგების განახლებული სულისკვეთებით.

ჩვენი პლანეტის აღდგენა - კლიმატის ვალდებულებების პირობებში, რომელიც კრიზისის მასშტაბებს და აქტუალურობას შეესაბამება.

დიდი სირთულის დრო ასევე დიდი შესაძლებლობების დროა.

გაერთიანდით სოლიდარობაში.

გაერთიანდით გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ყველა ადამიანს სარგებელს მოუტანს.

წავიდეთ წინ - ერთად - იმ იმედით, რისი მიღწევაც ჩვენს ადამიანურ ოჯახს შეუძლია.

მოდით, ერთად დავდოთ პირობა, რომ 2022 წელს აღდგენას მივუძღვნით. ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის.

ყველას გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს".

 

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით