პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის საახალწლო ვიდეომიმართვა

31 დეკემბერი 2022

ნიუ-იორკი, 2022 წლის 31 დეკემბერი

ყოველ ახალ წელს უკან ვიტოვებთ  გასული წლის სირთულეებს და იმედით შევყურებთ  მომავალს.

2022 წელს მილიონობით ადამიანმა მთელ მსოფლიოში პირდაპირი მნიშვნელობით დაემშვიდობა ძველ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით.

უკრაინაში, ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და კიდევ სხვა მრავალ ადგილას  ადამიანებმა დატოვეს თავიანთი სახლები უკეთესი ცხოვრების საძიებლად.

მთელ მსოფლიოში ას მილიონ ადამიანს მოუწია გაქცევა ომის, ტყის ხანძრის, გვალვის, სიღარიბისა და შიმშილის თავიდან ასაცილებლად.

2023 წელს მშვიდობა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე.

მშვიდობა ერთმანეთთან, მშვიდობა დიალოგის გზით კონფლიქტების დასასრულებლად.

მშვიდობა ბუნებასთან და ჩვენს კლიმატთან უფრო მდგრადი სამყაროს შესაქმნელად.

მშვიდობა სახლში, რათა ქალებმა და გოგოებმა იცხოვრონ ღირსეულად და უსაფრთხოდ.

მშვიდობა ქუჩებსა და ჩვენს თემებში, ადამიანის ყველა უფლების სრული დაცვით.

მშვიდობა ჩვენს სალოცავ ადგილებში, ერთმანეთის რწმენის ურთიერთპატივისცემით.

და, მშვიდობა სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფისგან თავისუფალ ონლაინ გარემოში.

მოდით, 2023 წელს  მშვიდობა გახდეს  ჩვენი სიტყვების და ქმედებების ამოსავალი წერტილი.

ერთად გავხადოთ 2023 წელი მშვიდობის აღდგენის წლად ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სახლებში და ჩვენს პლანეტაზე.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით