გაეროს გუნდის ვიზიტი აჭარის რეგიონში
04 ივნისი 2023
გაეროსა და რეგიონს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით, აჭარას ვიზიტით ეწვივნენ გაეროს ხელმძღვანელი და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები.
გაეროს ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც 2023 წლის 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია, შედიოდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონალური ოფისის კოორდინატორი ნანა პაპიაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) კომუნიკაციების ოფიცერი ნინო ქაჯაია, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციების და პარტნიორებთან ურთიერთობის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე, FAO-ს პროექტის ოფიცერი გვანცა გედენიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების კოორდინატორი ირაკლი გორაძე.
ვიზიტი ფართო დღის წესრიგს მოიცავდა, მათ შორის შეხვედრებს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს წრეებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/349737761_1048063079501854_6225085728985576562_n%20%281%29.jpg?itok=M6ulsAbS)
30 მაისს გაეროს გუნდი ეწვია ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს, რომელიც USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის მიერ არის მხარდაჭერილი. ცენტრი უზრუნველყოფს კონსულტაციების, ინფორმაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შეხვედრაზე გაეროს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს არსებული სერვისების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ვიზიტი სასარგებლო აღმოჩნდა როგორც შშმ პირთა საჭიროებების იდენტიფიცირების, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობათა გამოკვლევის თვალსაზრისით.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/350260087_976378097120979_5249985184657176463_n.jpg?itok=3eT1z7sG)
გაეროს სააგენტოთა წარმომადგენლები შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს. შეხვედრაზე განიხილეს გაეროს მიმდინარე მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ძლიერი და მზარდი პარტნიორობა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში გაეროს სააგენტოების აქტიური მუშაობა და ყურადღება გაამახვილა რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/350826826_1429363177851751_5572663692633499513_n.jpg?itok=Hp1GMxna)
გაეროს გუნდი ასევე შეხვდა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს მრავალწლიან ურთიერთობას მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის როგორიცაა ურბანული განვითარება, მდგრადი ტურიზმი და ინკლუზიური განათლება.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/DZNE8092.jpg?itok=1YmJCUNT)
გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები, შპს „სანდასუფთაების“ დირექტორ სულხან ევგენიძესთან ერთად, ბათუმში მუნიციპალური ნარჩენების დახარისხების ობიექტს ეწვიენ, რათა გაცნობოდნენ მუნიციპალურ დონეზე ნარჩენების მდგრადი მართვას.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/350940942_1311924662756674_4812571311103589651_n.jpg?itok=_yZLJdPm)
გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები ასევე მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს და მაღალმთიან სოფელ ზემო ჩხუტუნეთს ეწვიენ, სადაც გაეცნენ სოფლის განვითარებისა და ეკოსისტემის კონსერვაციის პროექტების შედეგებს, რომლებიც განხორციელდა UNDP-ის დახმარებით და საქართველოში ევროკავშირის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, გერმანიის საელჩოსა და თბილისში ყატარის საელჩოს ფასდაუდებელი მხარდაჭერით და აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიასთან თანამშრომლობის გზით.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/351149804_1192987811347805_6769181415487175878_n.jpg?itok=Hmn6EOC7)
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/350948150_1463634881117290_6053848098224123026_n.jpg?itok=vY-Zps7o)
გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები ქედას მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ სირაბაძისა და მანანა ბოლქვაძის ოჯახს ეწვივნენ. ფრიდონი და მანანა FAO-სა და ევროკავშირის ბენეფიციარები არიან, 6 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ვენახს უვლიან, 20-მდე ჯიშის ყურძენი მოჰყავთ და ღვინოს აწარმოებენ.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/DZNE7585.jpg?itok=yBvgte2-)
ვიზიტის ფარგლებში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, „მდგრადი განვითარების მიზნების სივრცე“ გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, რაც ხელის შეუწყობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და ახალგაზრდების ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნების ადვოკატირების პროცესში.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/350533603_275378064941301_5669663836414767075_n.jpg?itok=tz9USVMU)
31 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ქალებისა და გოგოების გაძლიერება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის „თანასწორობის კუთხე“ უკვე მეთექვსმეტეა საქართველოს მასშტაბით, რომელიც გაიხსნა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/dzne7420_-_copy_0.jpg?itok=AAaQX1iq)
ვიზიტის ფარგლებში გაეროს ჯგუფი დაესწრო „ბედნიერი სივრცის“ გახსნას, რომელიც უკრაინიდან ლტოლვილი ახალგაზრდებისთვის ბათუმში ვორლდ ვიჟენ საქართველომ (World Vision Georgia) გახსნა. სივრცის გახსნა მიეძღვნა ბავშვთა საერთაშორისო დღეს, და შესაბამისად ძირითადი აქცენტი ბავშვებზე და მათ ოჯახებზე გაკეთდა. ღონისძიებები მოიცავდა თამაშებს და ანიმატორთა ჯგუფის მონაწილეობით გამართულ წარმოდგენას.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/DZNE7751.jpg?itok=g634e7w7)
1 ივნისს, აჭარის განათლების მინისტრთან ქალბატონ მაია ხაჯიშვილთან ერთად, გაეროს გუნდი ეწვია ბათუმის #20 საჯარო სკოლას, სადაც უკრაინული სექტორი ფუნქციონირებს, უკრაინიდან ლტოლვილ მასწავლებელთან და ბავშვებთან შესახვედრად. უკრაინიდან ლტოლვილმა ბავშვებმა გაეროს ჯგუფს გაუზიარეს თავიანთი ოცნებები გახდნენ პროგრამისტები, მხატვრები, ფეხბურთელები, მუსიკოსები, და პრეზიდენტობის ამბიციაც კი.
![](/sites/default/files/styles/featured_image/public/2023-06/350837489_599479015495705_722031726687655810_n.jpg?itok=hnlmb9V8)