პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღესთან დაკავშირებით

24 ოქტომბერი 2023

2023 წ. 24 ოქტომბერი

Photo: © UN

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასახავს სამყაროს ისე, როგორც ის არის და ამასთანავე გამოხატავს მისწრაფებას ისეთი სამყაროსკენ, როგორიც ვიცით, რომ შეიძლება იყოს.

ჩვენი პასუხისმგებლობაა დავეხმაროთ ყველასთვის მშვიდობიანი სამყაროს აშენებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მდგრადი განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა.

ვიცი, რომ ამის უნარი შეგვწევს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, რომელიც ძალაში შევიდა 78 წლის წინ, დღეს გზას გვიჩვენებს.

უწინარეს ყოვლისა, ჩვენს სულში ღრმადაა გამჯდარი იმის გადაწყვეტილება, რომ უნდა დავძლიოთ განხეთქილება, აღვადგინოთ ურთიერთობები და დავამყაროთ მშვიდობა.

და საკმარისად მოქნილები ვიყოთ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომლებიც არც კი არსებობდა გაერო-ს შექმნის დროს - ეგზისტენციალური კლიმატის კრიზისიდან ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებისა და პერსპექტივებამდე.

გავზარდოთ შესაძლებლობები უკლებლივ ყველასთვის.

უზრუნველვყოთ სამართლიანობა, თანასწორობა და ქალებისა და გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება.

გაუწიოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება გაჭირვებულებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელმძღვანელობს მარადიული ღირებულებებითა და პრინციპებით, მაგრამ ის არასოდეს უნდა იყოს გაყინული დროში. სწორედ ამიტომ, მუშაობის მეთოდები მუდმივად უნდა დავხვეწოთ და 21-ე საუკუნის პრიზმიდან შევხედოთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამ დღეს, მოდით, იმედითა და მონდომებით შევუდგეთ უკეთესი სამყაროს მშენებლობას, რომლისკენაც მივისწრაფვით.

თავი მიუძღვნათ მომავალს, რომელიც გაამართლებს ჩვენი შეუცვლელი ორგანიზაციის სახელს.

ჩვენი სამყარო გაყოფილია. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაერთიანოთ ერები.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით