პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის საახალწლო მიმართვა

30 დეკემბერი 2023

,,2024 წელი ნდობის აღდგენისა და იმედის აღორძინების წელი უნდა გახდეს," - გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

2023 წელი უზარმაზარი ტანჯვის, ძალადობისა და კლიმატური ქაოსის წელი იყო.

ჩვენი პლანეტა საფრთხეშია.

კაცობრიობა განსაცდელშია.              

2023 წელი ისტორიაში ჩაეწერება, როგორც ყველაზე ცხელი წელი.

ხალხი სიღარიბისა და შიმშილის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

ომები სულ უფრო მრავალრიცხოვანი და სასტიკი ხდება.

ამავე დროს, ნდობა მცირდება.

მაგრამ სხვისკენ თითის გაშვერა და იარაღით მუქარა არსად მიგვიყვანს.

კაცობრიობა ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ერთად ვდგავართ.

2024 წელი ნდობის აღდგენისა და იმედის აღორძინების წელი უნდა გახდეს.

ჩვენი  უთანხმოებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის.

ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უფრო სამართლიანი გლობალური ფინანსური სისტემის შექმნისთვის, რომელიც ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ დისკრიმინაციასა და სიძულვილს, რომლებლიც წამლავს ქვეყნებსა და თემებს შორის ურთიერთობებს.

და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, სიკეთის მომტანი იქნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააგრძელებს მსოფლიოს გაერთიანებას მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

მოდით,  2024 წელი იყოს ნდობის და იმედის აღდგენის წელი ყველა საერთო წამოწყებაში.

ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს გისურვებთ.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით