პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

11 ივლისი 2024

2024 წლის 11 ივლისი

 

წელს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის 30 წლისთავი აღინიშნება. მიმდინარე წელი აგრეთვე უნდა იყოს წელი, როდესაც მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაძლიეროთ ძალისხმევა და ინვესტიციები, რათა პროგრამით გათვალისწინებული დაპირებები რეალობად იქცეს.

ICPD-ის სამოქმედო პროგრამაში მთავარი ფაქტორია იმის აღიარება, რომ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები მდგრადი განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

სამოქმედო პროგრამის მიღებიდან ათწლეულობის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დღეს, ვიდრე ოდესმე უფრო მეტ ქალს აქვს წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციაზე. 2000 წლიდან დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 34 პროცენტით შემცირდა. ქალთა მოძრაობებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ძირეული ცვლილებების განხორციელებაში.

თუმცა პროგრესი არათანაბარი და არასტაბილურია. აღმაშფოთებელია, რომ 21-ე საუკუნეში გაუმართლებელი მიზეზების გამო ორსულობისა და მშობიარობის დროს ყოველდღიურად დაახლოებით 800 ქალი იღუპება, შემთხვევათა დიდი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ხდება. ზოგ ქვეყანაში საკანონმდებლო მიღწევები სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში, როგორიცაა ქალის გენიტალიების დასახიჩრება, საფრთხის წინაშეა.

როგორც მოსახლეობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემა შეგვახსენებს, რომ მონაცემთა შეგროვების მიმართულებით ინვესტირება აუცილებელია პრობლემების გასაანალიზებლად, შესაბამისი გადაწყვეტების შესამუშავებლად და პროგრესის მისაღწევად. იგივე ეხება ფინანსებს. მოვუწოდებ ქვეყნებს, მაქსიმალურად გამოიყენონ წლევანდელი „მომავლის სამიტი“, რათა მდგრადი განვითარებისთვის ხელმისაწვდომი კაპიტალი გამოიყენონ.

მოდი განვახორციელოთ ICPD-ის სამოქმედო პროგრამა ყველასთვის და ყველგან.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით