პრეს-რელიზი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღესთან დაკავშირებით

24 ოქტომბერი 2024

2024 წ. 24 ოქტომბერი

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიომ შექმნა, მსოფლიოსთვის. 

1945 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ ადგილას ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნები, რათა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად გლობალური გადაწყვეტილებები მიიღონ. 

გადაწყვეტილებები, რომლებიც დაძაბულობას ამცირებს, განსხვავებულ მხარეებს შორის ურთიერთობას აუმჯობესებს და მშვიდობას განამტკიცებს. 

გადაწყვეტილებები, რომლებიც სიღარიბის აღმოფხვრას, მდგრად განვითარებას და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას შეუწყობს ხელს.

გადაწყვეტილებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენს იმ ადამიანებს, ვინც კონფლიქტებში, ძალადობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და კლიმატური კატასტროფების ადგილებში ცხოვრობენ.

გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლიანობის და თანასწორობის სასწორს ქალებისა და გოგონების სასარგებლოდ გადაწონის. 

გადაწყვეტილებები ისეთი საკითხების მიმართ, რომლებზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო 1945 წელს — კლიმატის ცვლილება, ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და გარე კოსმოსი. 

სექტემბერში გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „პაქტი მომავლისთვის, გლობალური ციფრული შეთანხმება და დეკლარაცია მომავალი თაობების შესახებ“. 

ერთად აღებული, ამ საეტაპო შეთანხმებებით უზრუნველყოფილი იქნება გაეროს სისტემის ადაპტაცია, რეფორმირება და განახლება, რათა ის სათანადოდ მოერგოს ჩვენს ირგვლივ განვითარებულ ცვლილებებს თუ გამოწვევებს და ყველა მათგანს შესაბამისი გადაწყვეტა მოუძებნოს.

თუმცა, ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იქნება გაეროს წესდებითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მარადიული ფასეულობები და პრინციპები, ასევე თითოეული ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები. 

დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში მარტო იმედის ანაბარად ვერ დავრჩებით.

იმედი გადამჭრელ ქმედებას და მრავალმხრივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს მშვიდობის, საერთო კეთილდღეობისა და პლანეტის წარმატებით განვითარებისთვის.  

იმედი მოითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ გაერთიანებული ძალებით იმოქმედოს.

იმედი გაერთიანებულ ერებს მოითხოვს. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეს, მე ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, რომ ამ შუქურის ნათება დიდხანს შეინარჩუნონ, მსოფლიოს საკეთილდღეოდ და მისი იდეალების დასაცავად.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით