პრეს-რელიზი

საქართველოში გაეროს კვირეული პრეზიდენტის ვიზიტით გაიხსნა

17 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა ბოლო 26 წლის მანძილზე  და ხელს უწყობდა როგორც რეგიონალური განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების დამკვიდრებას.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

 

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით