გლობალური კამპანია ”გაერო 75“
26 მაისი 2020
75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაერო იწყებს გლობალურ საუბარს საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ჩვენი მომავლის აშენებაში
გამოკითხვა, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მიერ არის ინიცირებული, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე შორსმიმავალი გლობალური საუბარია, რაც კი ოდესმე ჩატარებულა, თუ როგორი მომავლის აშენება გვინდა.
სამყარო დღეს მრავალმხრივ ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვენი კლიმატი სწრაფად იცვლება. თანამედროვე მსოფლიო ცხოვრობს უდიდესი ტექნოლოგიური ძვრებისა და მოსახლეობის დინამიკის ცვლილების პირობებში. ჩვენს წინაშეა ახალი რისკები, რომელსაც უთანასწორობა,გაჭიანურებული კონფლიქტები და ძალადობის ახალი ფორმები წარმოშობს. ამ ტენდენციების გადალახვას დასჭირდება თანამშრომლობა, რომელიც სცილდება ქვეყნებს, ცალკეულ სექტორებსა და თაობებს. ასევე აუცილებელია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად უსაფრთხო, უფრო სამართლიანი და უფრო მდგრადი სამყაროს მშენებლობა.
თქვენი მონაწილეობა ამ გამოკითხვაში ხელს შეუწყობს ამ ტენდენციების საერთაშორისო რეგულირების ეფექტურობის გაზრდას და საშუალებას მოგცემთ უფრო სრულად გააცნობიეროთ ჩვენი მისწრაფებები მთელი კაცობრიობისთვის ნათელი მომავლის ასაშენებლად 2045 წლისთვის, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნავს თავის 100 წლის იუბილეს.
თქვი შენი სათქმელი, შექმენი შენი მომავალი!
გთხოვთ გაჰყვეთ ამ ბმულს და გადახვიდეთ კითხვარზე: