გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსების 75 წლისთავს აღნიშნავს
27 ოქტომბერი 2020
წელს გაეროს დღის დევიზია ,,გაერო 2020 წელს და შემდგომ: ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 75 წლისთავის აღსანიშნავად, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში და კანტის აკადემიამ საზეიმო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოების გამოჩენილმა წარმომადგენლებმა: ნინო ზამბახიძემ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ; ნიკოლოზ რაჭველმა, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩმა საქართველოში; გიორგი კეკელიძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა; ია სუხიტაშვილმა, მსახიობმა; დავით გორგილაძემ, ავტორმა, ჟურნალისტმა; გიორგი ბერიძემ, Edison Tech Solutions- ის დამფუძნებელმა; გიორგი თარგამაძემ, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, რომლებმაც ისაუბრეს წარმოსახვის მნიშვნელობაზე და თუ როგორ წარმოუდგენიათ სამყარო 2045 წელს.
”დღეს არის გაეროს დღე! მოდით, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა არავინ დარჩეს განვითარების მიღმა”, - განაცხადა საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. ,,გლობალური კამპანია ”გაერო 75“ საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, გამოთქვას თავისი მოსაზრება. გაგვიზიარეთ, რას ფიქრობთ ჩვენს საერთო მომავალზე. ხალხის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, გლობალური გამოკითხვის შედეგები დასახავს ამოცანებს 2045 წლისთვის უკეთესი მომავალის შესაქმნელად."
ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები
RCO
United Nations Resident Coordinator Office
მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით