უახლესი
მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში
მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას მოქმედებისკენ, რომელიც მიზმად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას, დედამიწის გარემოსა და კლიმატის დაცვას და მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას. ეს ის მიზნებია, რომელზეც გაერო მუშაობს საქართველოში:
პუბლიკაცია
12 იანვარი 2026
2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება
2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება (UNSDCF) განსაზღვრავს გაეროს სააგენტოთა ჯგუფის (UNCT) კოლექტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტების განხორციელებას, 2030 წლის დღის წესრიგის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, გაეროს 21 სააგენტო, ფონდი და პროგრამა ერთობლივად იმუშავებს საქართველოს მხარდასაჭერად ოთხი სტრატეგიული მიმართულებით: ინკლუზიური ზრდა და მწვანე გარდაქმნა; ადამიანური განვითარების ხელშეწყობა განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის გზით; კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და სოციალური ერთობა; ასევე მშვიდობისა და მდგრადობის გაძლიერება გამყოფ ხაზის ორივე მხარეს, რათა არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა.
1 of 3
ვიდეო
09 დეკემბერი 2025
2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის
საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
1 of 3
პუბლიკაცია
27 აპრილი 2026
გაეროს 2025 წლის წლიური ანგარიში
2025 წლის წლიური ანგარიში ასახავს საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივ მიღწევებს ქვეყნის ეროვნული განვითარების პრიორიტეტების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის დაჩქარების საქმეში.2025 წელს გაეროს მრავალმხრივი საქმიანობა მოიცავდა საქართველოს მდგრადი განვითარების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა: მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ინსტიტუტებისა და თემების განმტკიცება, ინკლუზიური ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და მწვანე ტრანზიციის ხელშეწყობა.
1 of 3
ისტორია
04 სექტემბერი 2026
გაეროს საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება საქართველოში
ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის (YAG) წევრებმა საქმიანობა ოფიციალურად 2 სექტემბერს თბილისში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული 15 ახალგაზრდა ლიდერი ესწრებოდა.საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, დიდიე ტრებუკის, ინიციატივით შექმნილი ჯგუფი გაეროს სააგენტოების საკონსულტაციო პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს. ჯგუფის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ პოლიტიკასთან, პროგრამებსა და სტრატეგიებთან დაკავშირებულ მსჯელობაში, გაეროს საკუთარი მოსაზრებები გაუზიაროს და უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდების ხმები გათვალისწინებულ იქნეს გაეროს პროგრამებისა და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს 2026-2030 წლების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესებში.პირველი შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ერთმანეთი, გაეცვალათ იდეები და მოსაზრებები, და ჩამოეყალიბებინათ სამომავლო საქმიანობის ერთობლივი სტრატეგია.„ახალგაზრდები გაეროს მიმდინარე საქმიანობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან. შინაარსიანი მონაწილეობისა და მუდმივი ჩართულობის გზით ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ახალგაზრდების ხმებმა, იდეებმა და მათმა გამოცდილებამ ხელი შეუწყოს პრიორიტეტების განსაზღვრას და რეალური, მდგრადი ცვლილებების განხორციელებას საქართველოსთან 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე აისახება“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტრებუკმა.შეხვედრის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების ჩართულობის რეალისტური შესაძლებლობების განსაზღვრასა და ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ აქტივობებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებზეც ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს.ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი მანდატის ფარგლებში მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და შეხედულებების წარმოჩენა და მათი გაეროსთვის კონკრეტულ, პრაქტიკულად განსახორციელებელ რეკომენდაციებად გარდაქმნა იქნება.„ამ ჯგუფის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს მოუსმინონ, გაცვალონ მოსაზრებები და იდეები, კონსტრუქციულად ჩაერთონ პროცესებში და რეალური ცვლილებები მოახდინონ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრმა და ახალგაზრდულმა აქტივისტმა რეზი დგებუაძემ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა.შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პანკისის ხეობის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდა ლიდერმა გიორგი მოქვერაშვილმა. მან მიესალმა ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.„ახალგაზრდებისთვის შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. ამ ჯგუფში არიან ახალგაზრდები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ საქართველოს რეგიონებიდანაც“, - აღნიშნა მან.„ვფიქრობ, ამ ჯგუფის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, ახალგაზრდებს, შეგვიძლია რეალური ცვლილებები მოვიტანოთ უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ჩახაიამ, ახალგაზრდა ლიდერმა ზუგდიდიდან.ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. შერჩევის პროცესმა უზრუნველყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდების წარმომადგენლობა.ეს მოტივირებული ახალგაზრდები ჯგუფის საქმიანობაში ცოდნას, კრეატიულობასა და ენთუზიაზმს შემოიტანენ, რითაც საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებასა და დინამიზმს წარმოაჩენენ.მომავალ პერიოდში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ შეხვედრაზე განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობას. დაგეგმილი შემდგომი შეხვედრების ფარგლებში ისინი შეაფასებენ მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის მიზანია, ერთჯერადი კონსულტაციების ფარგლებს გასცდეს და ჩამოაყალიბოს ახალგაზრდების ერთობლივი იდეებისა და ინიციატივების შექმნაზე ორიენტირებული, უფრო სისტემური, ინკლუზიური და მდგრადი ჩართულობის მოდელი. ჯგუფი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და გაეროს შორის კონსტრუქციული დიალოგის სივრცის შექმნას და, ამავდროულად, გაეროს მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის გაწეული მხარდაჭერის მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე უკეთ მორგებას.ეს ინიციატივა ასევე მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას ახალი ეროვნული ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამ პროცესში ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების მონაწილეობის, ინკლუზიისა და გაძლიერების შესახებ ფართო ეროვნულ დისკუსიაში და შექმნას მნიშვნელოვანი არხი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში.
1 of 5
ისტორია
28 ივლისი 2026
100 ნაბიჯი კლიმატმედეგობისკენ
საქართველოში, 1.7 მილიონი ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი, კლიმატური რისკების ზონებში ცხოვრობს. საქსატატის მონაცემებით, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი და ინტენსიობა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 12 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში საშუალოდ წელიწადში 1,000 გეოლოგიური და 170 ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა აღირიცხება, მათ შორის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ძლიერი ქარი, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა თუ ზვავი. [წყარო: საქსტატი]მზარდი საფრთხე სათანადო პასუხსაც მოითხოვს, რასაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახერხებს. 2019 წლიდან, საქართველოში ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამა ხორციელდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიის დაფინანსებით უძღვებიან. 2020-2025 წლებში, კლიმატური პროგრამის ერთ-ერთ თანადამფინანსებელს შვედეთიც წარმოადგენდა.ამ კომპლექსური დახმარების მეშვეობით, საქართველომ კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მიდგომები უნდა დანერგოს, მათ შორის ადრეული გაფრთხილების სისტემები, ჰიდრო და აგრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და მონიტორინგის ქსელი, გაუმჯობესებული პროგნოზირება და საფრთხის ზონირების პოლიტიკა. გარდა ამისა, მაღალი რისკის ადგილებში კატასტროფებისგან დამცავი ნაგებობები, მაგალითად, ნაპირდამცავი გაბიონები და ქვანაყარი ბერმები უნდა აშენდეს.საქმე ბევრია, ხოლო მის ხარისხიან განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამასობაში, ასი ათასობით ადამიანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს აქ და ახლა უმკლავდება. დაუცველ მოსახლეობაზე ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალებზე, ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მაღალმთიანი ან რთულად მისადგომი რეგიონების მაცხოვრებლებზე.სწორედ ამიტომ, სათემო პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო და პირდაპირი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP-მ მთელ საქართველოში 100 თემი გამოავლინა, სადაც კლიმატური კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია, ხოლო ადგილობრივი რესურსები არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ სწვდება.100-ვე თემში სულ 360 ათასზე მეტი მოსახლეა. თითოეული მათგანისთვის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები მუდმივი საზრუნავია და ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ყველა თემისთვის უკვე შემუშავდა კატასტროფათა რისკის შემცირების ადგილობრივი გეგმები, რაშიც თავად მაცხოვრებლები ჩაერთნენ. ამ გეგმების საფუძველზე, მცირემასშტაბიანი, თუმცა კლიმატმედეგობისთვის მნიშვნელოვანი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტები ხორციელდება.2026 წლის ბოლომდე, ადგილობრივი პროექტების განხორციელდება დასავლეთ საქართველოს 50 თემში დასრულდება, ხოლო 2027 წლის ბოლომდე, ამას აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემიც დაემატება.დაცული სახლები და სავარგულები, გამაგრებული ნაპირები, გაწმენდილი არხები და ახალი ქარსაცავი ზოლები ამ სამუშაოების თვალსაჩინო შედეგებია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კლიმატური კატასტროფების მიმართ ადამიანების დამოკიდებულების ცვლილება, თავდაჯერებულობის გაზრდა და იმის გააზრება, რომ დაცული და კლიმატგონივრული მომავალი ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის, დაგლას უების სიტყვებით: „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა თითოეული ადამიანის აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა და კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული საფრთხეების გაცნობიერება და შესაბამისი ზომების გატარება ყველა დონეზე მოხდება, მათ შორის ადგილობრივ თემებში.“Video Player რამე თუ გვეშველა, ჩვენც აგერ ვართ!„რამე თუ გვეშველა, აგერ ვართ!“ - სოფელ ქვაბღას მაცხოვრებელი, ოლია ჭელიძე კლიმატის ცვლილებას გადამდები ოპტიმიზმით უყურებს. მისი ულამაზესი, მწვანე სოფელი ხშირად იმეწყრება, მთის ფერდობიდან ჩამოსული წყალი და მიწა სახლებსა და ბაღებს აზიანებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უამრავ პრობლემას უქმნის. მთის ძირში გაშენებული ოლიას საკარმიდამო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ადგილია. ტალახის ნაკადს მისი სახლის კედლებიც დაუზიანებია და თხილის ბუჩქებიც ამოუძირკვავს, ხოლო 2023 წელს, ოთახებშიც კი შემოუღწევია. ეს შემთხვევა ოლიას კარგად ახსოვს, რადგან მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად სახლში მარტო იყო და გვარიანად შეშინდა.ქალბატონი ოლიას ოჯახმა არაერთხელ სცადა, ეს პრობლემა საკუთარი ძალებით მოეგვარებინა და ფერდობი დროებით მაინც გაემაგრებინა. თუმცა ყოველი ძლიერი წვიმა მათ შრომას ანადგურებდა და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ.დღეს ჭელიძეების სახლი და ეზო გაცილებით უკეთაა დაცული. ფერდობის ძირში 25 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრი სიმაღლის ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა და გამაგრებითი სისტემა მოეწყო, ხოლო ნიადაგის სტაბილიზაციისთვის, ფერდობზე ტირიფები გაშენდა. ნერგები კარგად იზრდება, რაც ქალბატონ ოლიას განსაკუთრებით ახარებს:„ფესვები მიწას ამაგრებს. ჩვენ ვუვლით და ვზრდით, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება.“სამუშაოების დასრულების შემდეგ ფერდობიდან ჩამოსულ მიწასა და წყალს სახლისთვის ზიანი აღარ მიუყენებია. საძირკველი სუფთაა, დანალექი აღარ გროვდება და ოლიას ოჯახი წვიმასა თუ თოვლს შიშით აღარ ელოდება.ქალბატონი ოლიასთვის და მისი თანასოფლელებისთვის ქვაბღაში განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი როდია. ეს დაცული სახლია, უსაფრთხო გარემო და იმის რწმენა, რომ კატასტროფის რისკის შემცირება, ერთმანეთის დახმარება და პრობლემების ერთად გადაწყვეტა შესაძლებელია.კლარა კუტუბიძე | სოფელი სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძეერთად უსაფრთხოდ ვართ„წვიმის დროს ღამეს თეთრად ვათენებდით. სახლში წყალი გვივარდებოდა, ოთახები ტალახით ივსებოდა”, - იხსენებს სოფელ სუფსას მაცხოვრებელი, კლარა კუტუბიძე.სოფლად მცხოვრებმა ქალებმა კლიმატის ცვლილებაზე ბევრი რამ იციან. წვიმით დაზიანებული სახლები, დატბორილი ბაღები, დანგრეული გზები - ყველა ეს მოვლენა ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, ქალებს კი შრომასა და საზრუნავს უმატებს.ხშირად, სწორედ ქალები განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი კლიმატმედეგობის პროექტებში, სოფლის გასაჭირზე საუბრობენ და თავისი სათქმელი თანასოფლელებთანაც მიაქვთ, ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც და კლიმატურ საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთანაც.ქალბატონი კლარა სწორედ ასეთი აქტიური ადამიანია. კლიმატთან ადაპტაცია მისთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას კი არ ნიშნავს, არამედ მეზობლების გაერთიანებას, პრობლემებზე მსჯელობასა და გამოსავლის ერთად ძიებას უკავშირდება. ის სათემო საქმიანობაში აქტიურად ერთვება და სოფლის გასაჭირზე ადგილობრივ ხელისუფლებასაც ესაუბრება.„ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ გვინდა, რომ ჩვენი სოფელი უფრო უსაფრთხო იყოს, ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი.“სუფსაში განხორციელებული ადგილობრივი კლიმატმედეგობის პროექტები სწორედ ამ სათემო ერთიანობამ განაპირობა. სოფლის მაცხოვრებლებმა ყველაზე დიდი რისკები ერთად გამოავლინეს და ადგილობრივ გადაწყვეტებზე შეთანხმდნენ. შედეგად, სოფელში 246 მეტრი სიგრძის ბეტონის არხი და 270 მეტრი სიგრძის მიწის არხი გაიწმინდა, 180 მეტრი სიგრძის ვიწრო მიწის არხი გაფართოვდა და 30 მეტრი სიგრძის დამცავი ბეტონის კედელი აშენდა.სათემო განხილვების შედეგად, კატასტროფათა რისკის მართვის გეგმაც შემუშავდა. ეს დოკუმენტი კლიმატმედეგობის ერთგვარ გზამკვლევად იქცა, რომელშიც ადგილობრივი ცოდნა, საერთო პასუხისმგებლობა და პრაქტიკული გადაწყვეტები აისახა.Video Player ქარის ქრისსოფელ სვირში, ძლიერი ქარი არავის უკვირს. ეს ყოველდღიურობის ნაწილი და ადგილობრივი მაცხოვრებლების მუდმივი სატკივარია. ქარი სახლების სახურავებს აზიანებს, ხეებს ამტვრევს და მოსავალს ანადგურებს.„სიმინდი ყველას აქვს დათესილი. ხანდახან ისეთი ქარია, ასე ერთიანად დააწვენს“, - გვიყვება პაატა გვენეტაძე. სვირელებმა ქარისგან დაცვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მოახერხეს. სათემო შეხვედრებზე მათ სოფლის დაცვის გეგმა შეიმუშავეს, ხოლო შემდეგ 660 მეტრი სიგრძის კვიპაროსების ქარსაცავი ზოლი გააშენეს. ხეების დარგვაში ყველა ჩაერთო, რადგან ეს სოფლის საჭიროებებსა და ერთად მიღებულ გადაწყვეტილებებს პასუხობდა.„კვიპაროსები კარგია ქარისგან დასაცავად. ეს სოფლის მოთხოვნა იყო და გაკეთდა კიდეც.“ლილი ნადირაძე | სოფელი ჭოგნარი, სამტრედიის მუნიციპალიტეტიფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძეგზა შინისკენწვიმიანი დღეებში, ლილი ნადირაძის მუდმივი საფიქრალი მისი შვილიშვილია - შეძლებს თუ არა მოზარდი სკოლაში წასვლას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.სოფელ ჭოგნარში, სადაც მხოლოდ 14 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერი ნალექი მთის ფერდობების ჩამოშლას იწვევს. წყლის და ნაშალი მიწის ნაკადი სოფელში ჩაედინება და ცენტრალურ გზას აზიანებს. ეს გზა საჯავახოს თემის ათ პატარა სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. გზა თუ ჩაიკეტა, სოფლების მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება. ბავშვები სკოლაში ვეღარ მიდიან, მუნიციპალური სერვისებითა თუ სასწრაფო დახმარებით სარგებლობა რთულდება ან შეუძლებელიც კი ხდება.UNDP-ის დახმარებით, ჭოგნარში 236 მეტრი სიგრძის ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყო, ხუთმეტრიანი სანიაღვრე ცხაური დამონტაჟდა, ხოლო სოფლის გზა 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოიხრეშა. თემის საჭიროებების გათვალისწინებით, სასმელი წყლის მილსადენიც გაკეთდა. შედეგად, გადაადგილება უფრო უსაფრთხოა, ხოლო წვიმიანი დღეები შიშსა და შფოთვას აღარ იწვევს.„წყალი აღარ მოდის გზაზე, არხებით მიედინება. ყველა კმაყოფილია, ვინც სოფლიდან წასულია და ვინც აქ ვართ“, - გვიყვება ქალბატონი ლილი.ზესტაფონის მუნიციპალიტეტიფოტოს ავტორი: UNDP | გაგა კაპანაძემედეგობა აქ იწყება2026 წლის ივნისისთვის, კატასტროფათა რისკის მართვის გეგმების შედგენა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტები დასავლეთ საქართველოს 50 თემში განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ბუნებაზე დაფუძნებული, ბიოინჟინერიული გადაწყვეტების დანერგვას მოიცავს. მათ შორის, მდინარეების კალაპოტების გაწმენდას, მცირე ზომის გაბიონებისა და ქვანაყარი ბერმების მშენებლობას, დრენაჟის სისტემების გამართვას, წყალგამტარი არხების შექმნასა და მდინარის ნაპირების გამაგრებას ხეებისა და ბუჩქების დარგვის მეშვეობით.2027 წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემშიც შესრულდება. ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც 100-ვე სამიზნე თემში შეიქმნა, თითოეულ სათემო პროექტს გაუწევს კოორდინირებას, ხოლო დაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას UNDP-ის კლიმატური პროგრამა უზრუნველყოფს.შედეგები ხელშესახებია: უკეთ დაცული სახლები, გამართული ინფრასტრუქტურა, მეტად ინფორმირებული მოსახლეობა და, რაც მთავარია - მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კლიმატმედეგი მომავლისკენ.ყველა ვიდეო-ინტერვიუ იხილეთ ჩვენს YouTube არხზე.დამატებითი ინფორმაციაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობას, რათა საქართველოს მოსახლეობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა მეტად იყოს დაცული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისა და ეკონომიკური შოკებისგან. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის და შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო და სამოქალაქო სექტორები, აკადემიური ინსტიტუტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი მოსახლეობა.დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
1 of 5
ისტორია
07 ივლისი 2026
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები და მდგრადი განვითარება საქართველოში: გაეროს ხედვა
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, რადგან კერძო კაპიტალი ეტაპობრივად მიემართება ისეთი ინიციატივებისკენ, რომლებიც ფინანსურ უკუგებასთან ერთად გაზომვად სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს ქმნის. კლიმატის ცვლილების, მზარდი უთანასწორობისა და მდგრადი განვითარების გამოწვევების ფონზე, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა – ინსტრუმენტად, რომელიც ერთდროულად ქმნის ხელშესახებ სარგებელს ადამიანებისა და პლანეტისთვის.საქართველოსთვის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, განახლებადი ენერგიის პოტენციალი, მზარდი დაკავშირებადობა, განვითარებადი კაპიტალის ბაზრები და დიდი პოტენციალი ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და მდგრადი ტურიზმი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი ინვესტიციებისთვის, რომლებიც ფინანსურ მაჩვენებლებს პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენასთან აერთიანებს.გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, რადგან კერძო კაპიტალი ეტაპობრივად მიემართება ისეთი ინიციატივებისკენ, რომლებიც ფინანსურ უკუგებასთან ერთად გაზომვად სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს ქმნის. კლიმატის ცვლილების, მზარდი უთანასწორობისა და მდგრადი განვითარების გამოწვევების ფონზე, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა – ინსტრუმენტად, რომელიც ერთდროულად ქმნის ხელშესახებ სარგებელს ადამიანებისა და პლანეტისთვის.საქართველოსთვის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, განახლებადი ენერგიის პოტენციალი, მზარდი დაკავშირებადობა, განვითარებადი კაპიტალის ბაზრები და დიდი პოტენციალი ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და მდგრადი ტურიზმი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი ინვესტიციებისთვის, რომლებიც ფინანსურ მაჩვენებლებს პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენასთან აერთიანებს.შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ გაეროს როლი არა ინვესტორების ჩანაცვლება, არამედ მდგრადი განვითარებისთვის ბაზრების ამუშავებაა – იმ ინსტიტუტების, პარტნიორობებისა და საინვესტიციო პროექტების პორტფელის (pipelines) შექმნის გზით, რომელიც საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ეფექტური მასშტაბირების შესაძლებლობას იძლევა.შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ გაეროს მიერ მხარდაჭერილი იმ ინიციატივების ან მიდგომების მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, კლიმატის მიმართ მედეგობას ან სოციალურ განვითარებას საქართველოში?გაეროს ქვეყნის გუნდი მხარს უჭერს ინიციატივების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერებასა და სოციალური განვითარების ხელშეწყობას. გაერო მხარს უჭერს ეკონომიკურ ინკლუზიას ისეთი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც ფოკუსირებულია სოფლისა და ქალაქის განვითარებაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობაზე, მეწარმეობაზე, პროფესიული განათლების რეფორმაზე, მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე როგორც კერძო, ისე საჯარო სერვისებში, დაკავშირებადობაზე და მწვანე ეკონომიკურ ტრანზიციაზე. ეს ძალისხმევა ხელს უწყობს ისეთ ქრონიკულ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა უმუშევრობა და ქალთა სამუშაო ძალის ჩართულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი.გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორთან პარტნიორობით ხელს უწყობს კომპანიებში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვას. 2024 წლის ბოლომდე, WEP-ის ხელმომწერმა კომპანიებმა საქართველოში 71 000-ზე მეტ ქალს გაუწიეს მხარდაჭერა, რამაც მათთვის გააუმჯობესა ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, ჯანდაცვასა და ციფრულ ინსტრუმენტებზე და, ამავდროულად, ხელი შეუწყო სამუშაო ადგილებზე გენდერული სტერეოტიპების დაძლევას.კიდევ ერთი მაგალითია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და სოფლის ინტეგრირებულ განვითარებას ფერმერთა სკოლების (Farmer Field Schools) და ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მოდერნიზებას, აძლიერებს სოფლის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არამედ სხვა სფეროებშიც.კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და კატასტროფების რისკის შემცირება წარმოადგენს გაეროს უმთავრეს პრიორიტეტებს საქართველოში. გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა 100 თემი, 100 ნაბიჯი კლიმატგონივრული მომავლისკენ, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით ხორციელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორ სამოქალაქო ორგანიზაციასთან – შავი ზღვის ეკო-აკადემიასა და Hydroc-თან პარტნიორობით, მუშაობს 11 მდინარის აუზში მდებარე 100 მაღალი რისკის მქონე თემთან ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შესამცირებლად. პროგრამა ასევე აძლიერებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობებს ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მრავალმხრივი რისკების რუკების შედგენის, ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და კლიმატური რისკების მართვის დანერგვის გზით.მთლიანობაში, გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო – პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, დეცენტრალიზებული და ინკლუზიური მმართველობის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და იმის უზრუნველყოფას, რომ ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგებით საქართველოს ყველა თემმა ისარგებლოს.საქართველოში გაეროს ქვეყნის გუნდის პერსპექტივიდან, რა ძირითადი შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს ისეთი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც ფინანსურ უკუგებასთან ერთად გაზომვად სოციალურ და გარემოსდაცვით ზემოქმედებას ქმნის? საქართველოს აქვს ძლიერი პოტენციალი გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მოსაზიდად მისი სტრატეგიული მდებარეობის, სწრაფად მზარდი დაკავშირებადობის, განახლებადი ენერგიის რესურსების, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ძლიერი ეკონომიკური ზრდის წყალობით. ამავდროულად, ქვეყანას აქვს მტკიცე ერთგულება მდგრადი განვითარების მიზნებისადმი, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი ინვესტიციებისთვის, რომლებიც ეკონომიკურადაც გამართლებულია და სოციალური ზეგავლენის მქონეც.მთავარი შესაძლებლობები მოიცავს განახლებად ენერგიას, მდგრად ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, ლოგისტიკას და ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესებს, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება და მართვა. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული, მზისა და ქარის ენერგიის პოტენციალს, ისეთ პროექტებთან ერთად, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ ჰაბად. ამ ინვესტიციებს შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და ემისიების შემცირება.ასევე, საქართველოს აქვს შესაძლებლობები დაბალნახშირბადიანი ტრანსპორტის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგი ინფრასტრუქტურის, ციფრული განათლების, ტელემედიცინისა და ქალთა მიერ მართული ბიზნესებისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნულ სექტორებს შეუძლია,ხელი შეუწყონ ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირებას, ფინანსური ინკლუზიის გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.მთლიანობაში, საქართველო კარგ შესაძლებლობებს სთავაზობს ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც ფინანსურ უკუგებას პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენასთან აერთიანებს. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება მოითხოვს უფრო ძლიერ ინსტიტუტებს, უკეთეს რეგულაციებს, გაუმჯობესებულ მონაცემთა სისტემებსა და უწყვეტ თანამშრომლობას მთავრობას, განვითარების პარტნიორებსა და კერძო სექტორს შორის. ამ მხრივ, მთავარი ამოცანაა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან მყარი პარტნიორობებისა და კოალიციების შექმნა ყველა დონეზე, რათა ფინანსური ინვესტიციები რეალურად აისახოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დაჩქარებასა და ინკლუზიურ განვითარებაში.როგორ შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში მდგრადი განვითარების დაჩქარება?აუცილებელი პირობა მკაფიოა: განვითარების ორგანიზაციებმა, კერძო ინვესტორებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მთავრობამ და კერძო სექტორმა საკუთარი პრიორიტეტები და ფინანსური ინსტრუმენტები მდგრადი განვითარების მიზნებს უნდა შეუსაბამონ, რათა საქართველოში გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სრული პოტენციალი გამოვლინდეს.საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია, გააერთიანოს პოლიტიკური ლიდერობა, დაფინანსება, ინოვაციები და ტექნიკური ექსპერტიზა, რათა მიღწეულ იქნას უფრო დიდი და მდგრადი ზეგავლენა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, მედეგი ინფრასტრუქტურა, ციფრული ინოვაციები და სოციალური ინკლუზია, რაც დაეხმარება საქართველოს უფრო მედეგი, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შენებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაში, გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდებისა და შერეული დაფინანსების მექანიზმების ხელშეწყობაში, ასევე იმ პოლიტიკისა და რეფორმების მხარდაჭერაში, რომლებიც მდგრადი ინვესტიციების განვითარებას უწყობს ხელს.ამ კონტექსტში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო სექტორის მობილიზებასა და გაერთიანებაში, ასევე სტრატეგიული გავლენის მქონე ინვესტიციებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის ხელშეწყობაში.როგორ აფასებთ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ამჟამინდელ როლს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში გლობალურად და უფრო ფართო რეგიონში?გლობალურად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები მდგრადი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. მას უკვე შეაქვს წვლილი მდგრად განვითარებაში, თუმცა ტრანსფორმაციულ მასშტაბებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. მისი მთავარი როლია კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კაპიტალის მიმართვა იმ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მიზნებთან განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. Vontobel-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, ინვესტორთა 81% დეკარბონიზაციას მიმდინარე ან სამომავლო მიზნად მიიჩნევს, ხოლო 77% პრიორიტეტს ნულოვან წმინდა ემისიებზე (net-zero) გადასვლას ანიჭებს. ამასთან, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თანაბარ შესაძლებლობებზე, მრავალფეროვნებასა და ბიომრავალფეროვნებაზე ორიენტირებულ ინვესტიციებს.თვალსაჩინოა რეგიონული ტენდენციებიც. 2024 წელს, ევროპულმა კერძო გავლენაზე ორიენტირებულმა საინვესტიციო ბაზარმა (არაკვოტირებულ აქტივებში განხორციელებული პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციები) ორი წლის განმავლობაში ზრდის შედეგად, 80 მილიარდი ევროდან 190 მილიარდ ევროს მიაღწია.[1] ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, უფრო ფართო ევროპული გავლენის ბაზარი 230 მილიარდ ევროდ არის შეფასებული[2]. ამ ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ინსტიტუციური ინვესტორების ჩართულობა და მყარი მარეგულირებელი გარემო, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ფინანსურ უკუგებასთან ერთად უზრუნველყოს გაზომვადი სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებელი.გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) ფოკუსირებულია განახლებად ენერგიაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობაზე, მდგრად სოფლის მეურნეობაზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რეგიონულ დაკავშირებადობაზე და შუა დერეფნის (Middle Corridor) ინფრასტრუქტურაზე, მდგრადი და თანაბარი ზრდის უზრუნველსაყოფად. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სწორი საინვესტიციო ჩარჩოებისა და მარეგულირებელი სტიმულების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების სრული პოტენციალის რეალიზება.რა მთავარი გზავნილი გექნებოდათ ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც ფინანსურ შედეგებთან ერთად სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის შექმნასაც ისახავენ მიზნად?გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას, მათ შორის, კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა და მყიფე მიწოდების ჯაჭვები, ინოვაციურ ფინანსურ გადაწყვეტებს მოითხოვს. გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ბიზნესებსა და ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ფინანსური უკუგება და ამავდროულად, უზრუნველყონ პოზიტიური სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგები, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა ნაკლებად განვითარებულ თემებში, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგი ინფრასტრუქტურის ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად, ბიზნესებსა და ინვესტორებს სჭირდებათ მკაფიო მიზნები, ძლიერი მმართველობა და გრძელვადიანი პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. კომპანიებს, რომლებიც გავლენაზე ორიენტირებულ სტრატეგიებს ნერგავენ, შეუძლიათ, შეამცირონ საოპერაციო რისკები, გააძლიერონ მედეგობა და მოიზიდონ ისეთი ინვესტორები, რომლებიც პრიორიტეტს გრძელვადიან ღირებულებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას ანიჭებენ. გაეროს 2026-2030 წლების საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვაფუძნებთ კერძო სექტორის საკონსულტაციო ჯგუფს, რათა ხელი შევუწყოთ უფრო სტრუქტურირებულ დიალოგს მდგრადი განვითარების შესახებ კერძო სექტორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან. მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და მოვიწვიო ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები ამ პროცესში ჩასართავად. მოხარული ვიქნებით, თუ დაუკავშირდებით გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს ან თქვენს კოლეგებს გაეროს სხვადასხვა სააგენტოში, ამ ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ვინაიდან კერძო სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პროცესებზე, მდგრადი ბიზნესპრაქტიკა აუცილებლობაა და არა არჩევანი. ისეთი გლობალური ინიციატივები, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხმება, ასახავს პასუხისმგებლიანი ფინანსებისადმი მზარდ საერთაშორისო ერთგულებას.გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციებისა და მდგრადი დაფინანსების გაფართოებით, კაპიტალს შეუძლია, ხელი შეუწყოს უფრო ძლიერი თემების ჩამოყალიბებას, შეამციროს უთანასწორობა და დააჩქაროს გადასვლა უფრო მედეგი და მდგრადი მომავლისკენ.დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კერძო ინვესტორს აქვს არაერთი შესაძლებლობა, ითანამშრომლონ ისეთ სტრატეგიულ განვითარების პარტნიორებთან, როგორებიც არიან გაერო, მსოფლიო ბანკი, მასპინძელი მთავრობები და დონორები. ასეთი თანამშრომლობა რესურსების გაერთიანებასა და ინვესტიციების უფრო ფართო გავლენად გარდაქმნას უწყობს ხელს. გაერო მზად არის, ხელი შეუწყოს მსგავსი პარტნიორობების განვითარებასა და გაფართოებას, განსაკუთრებით – საქართველოში.---------------[1] GSG / ევროპული გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების კონსორციუმი — „გავლენის მასშტაბი“ (2024 წლის გამოცემა): ანგარიშის გვერდზე აღნიშნულია: „ევროპული კერძო გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ბაზარი — რომელიც მოიცავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ინვესტიციებს არასაჯარო აქტივებში — შეფასებულია 190 მილიარდ ევროდ…“ და: „კერძო გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა — ბოლო ორი წლის განმავლობაში არასაჯარო აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები 80 მილიარდი ევროდან 190 მილიარდ ევრომდე გაიზარდა“.https://www.gsgimpact.org/resources/gsg-impact-publications-reports/the-size-of-impact-main-takeaways-from-the-european-impact-investing-market-siFing-exercise[2] ფონდი“ Fondo Italiano d’Investimento“ და დფონდი“Human Foundation“: ევროპაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ბაზრის მოცულობა 230 მილიარდ ევროს შეადგენს – ფონდი “ Fondo Italiano d’Investimento“ორიგინალი ვერსია იხილეთ: https://unglobalcompact.ge/sustainability-spotlight/en/impact-investing-and-accelerating-sustainable-development-the-united-nations-vision-for-georgia/
1 of 5
ისტორია
29 ივნისი 2026
ახალგაზრდები რეგიონებიდან მდგრადი, ციფრული მომავლისთვის საზაფხულო აკადემიაში ერთიანდებიან
საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20% ახალგაზრდაა.გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ევროკავშირთან ერთად, მხარს უჭერს ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას სხვადასხვა საინფორმაციო, შემეცნებითი და ინოვაციური აქტივობებით, რომელთა შორისაა "ცვლილებების მაძიებლების კლუბი".კლუბის წევრები ინიციატივის “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მონაწილეები არიან ქვემო ქართლიდან და გურიიდან. UNFPA-ს და ევროკავშირის ძალისხმევით, ეს ინიციატივა უკვე 120-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, რომელთაც სჯერათ თანასწორობის და სურთ იმ ცვლილებების სათავეში მოექცნენ, რომელიც უზრუნველყოფს სტერეოტიპების ნგრევას და უფრო, თანასწორი, მდგრადი და ჰარმონიული მომავლის მშენებლობას.სწორედ კლუბის წევრებს მოვუყარეთ თავი პირველ საზაფხულო აკადემიაში "ახალგაზრდები და მდგრადი, ციფრული მომავალი".“თითოეული სესია დაუვიწყარი იყო და უამრავი დადებითი ენერგია მოგვცა. ძალიან მომეწონა დისკუსიები ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის შესახებ, რადგან ეს თემები ძალიან აქტუალურია, მათი ცოდნა კი ჩვენი განათლებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემს მეგობრებსაც ვუბიძგო, მსგავს პროგრამებში ჩართვისკენ და ვუთხრა, რომ არ შეჩერდნენ, იყვნენ აქტიურები და ყოველთვის წინ იარონ” - ამბობს აკადემიის მონაწილე, 14 წლის ანანო მენთეშაშვილი მარნეულიდან.აკადემიის მიზანიც ეს იყო - რეგიონებში მცხოვრები ახალგაზდებისთვის ახალი შესაძლებლობებისკენ სავალი გზის გაკვალვა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხიდების გაბმა და შთამაგონებელი გამოცდილების მიცემა, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს და თავდაჯერებით განაგრძონ სიარული წინ - თავიანთი ოცნებებისკენ.ამიტომაც, საზაფხულო აკადემია, შემეცნებით და ინოვაციურ აქტივობებს აერთიანებდა და მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ციფრული უსაფრთხოება, მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი, რაც აუცილებელია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში ორიენტირებისთვის.აკადემიის სესიებმა შთააგონა17 წლის რეზი ზოიძე, რომელიც თანატოლებთან ერთად ლანჩხუთიდან შემოგვიერთდა.“შეხვედრებზე ყოველთვის მყუდრო და თბილი გარემო იყო, ძალიან კარგი და სასიამოვნო სპიკერები გვყავდა. ბავშვებს მოგვეცა შანსი, მიგვეღო პროფესიული ინფორმაცია, რაც აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის. შინ რომ დავბრუნდები, აუცილებლად გავუზიარებ ჩემს მეგობრებს შეძენილ ცოდნას. რაც მთავარია, ამ აკადემიამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, გადალახო ახალი ადამიანების გაცნობის შიში. აკადემიის დაწყებისას ბავშვები ერთმანეთს არ ვიცნობდით, ბოლოს კი ერთმანეთთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და დაგვრჩა დაუვიწყარი მოგონებები” - ამბობს რეზი.აკადემიის ფარგლებში, ახალგაზრდები შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდროვიჩს და მასთან საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ღირებულებებსა და ქვეყნის უფრო მდგრადი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან და UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარიამ ბანძელაძესთან შეხვედრისას მათ განიხილეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) და ისაუბრეს ახალგაზრდების გადამწყვეტ როლზე მდგრადი, ჰარმონიული და თანასწორი მომავლის შექმნაში.ასევე გაიმართა საინფორმაციო, შემეცნებითი და შთამაგონებელი შეხვედრები თიბისისთან, ილუაუნის ფაბლაბსა და იმპელთან, სადაც მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, გამოწვევებსა და ახალგაზრულ შესაძლებლობებზე ცნობიერება აიმაღლეს.ახალგაზრდული საზაფხულო აკადემია ჩატარდა UNFPA-ის ინიციატივით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GE4Georgia) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ (EU4Gender Equality) ფარგლებში.
1 of 5
ისტორია
18 მაისი 2026
ერთად მდგრადი პროგრესისთვის
გაეროს 2025 წლის წლიური ანგარიში ასახავს წელს, რომელიც პარტნიორობით, გამძლეობითა და მდგრადი განვითარების გზაზე მიღწეული ერთობლივი წარმატებებით გამოიხატა. ეს წელი ასევე იყო 2021–2025 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების დასკვნითი ეტაპი — ხუთწლიანი პარტნიორობის, რომელიც საქართველოსა და გაეროს შორის ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ქვეყნის მასშტაბით ინკლუზიური, ყოვლისმომცველი განვითარების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული.იმ პირობებში, როდესაც საქართველო აგრძელებდა ეკონომიკურ ცვლილებებთან, სოციალურ ტრანსფორმაციასა და რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავებას, გაერო მჭიდროდ თანამშრომლობდა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ თემებსა და განვითარების პარტნიორებთან, რათა ყველასთვის სამართლიანი და სტაბილური შესაძლებლობები შეექმნა.ანგარიშის შესავალში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, დიდიე ტრებიუკმა, 2025 წელი აღწერა, როგორც „გადამწყვეტი პერიოდი საქართველოსა და გაეროს შორის პარტნიორობისთვის“. მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობის, ღია დიალოგისა და ინკლუზიური განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა გაეროს, როგორც სანდო პარტნიორის როლი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს აერთიანებს პრობლემების გადასაჭრელად და ერთობლივი ქმედებების მხარდასაჭერად.დოკუმენტი მიმოიხილავს 2021–2025 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, განსაკუთრებით დემოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებების, სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სფეროებში. წლის განმავლობაში გაეროს სააგენტოები მხარს უჭერდნენ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.მმართველობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ მთავარ პრიორიტეტებად რჩებოდა. პროგრამები ფოკუსირებული იყო ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობასა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობაზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტები და საჯარო უწყებები ერთობლივად მუშაობდნენ გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების, ჩართულობის გასაზრდელად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ძლიერი ინსტიტუტები აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილურობის, საზოგადოებრივი ნდობისა და ინკლუზიური განვითარებისთვის.სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გაეროს საქმიანობის ცენტრალურ ნაწილად დარჩა. მოშორებულ რეგიონებსა და მოწყვლად თემებში გაეროს სააგენტოები მხარს უჭერდნენ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემების სრულყოფას. ინკლუზიურმა და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებმა ხელი შეუწყო იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, ქალები და მარგინალიზებული ჯგუფები ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყვნენ. ეს ძალისხმევა ასახავდა გაეროს მტკიცე ერთგულებას მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებისადმი.გასულ წელს ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. გაერო მხარს უჭერდა მეწარმეობას, ინოვაციებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რათა ეკონომიკურ ზრდას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალური, პოზიტიური გავლენა მოეხდინა. ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტრანსფორმაცია და მწვანე ბიზნესის მხარდაჭერა მრავალი პროგრამის პრიორიტეტად იქცა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოწყვლად და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს. მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით გაერო ხელს უწყობდა სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას, საარსებო წყაროების შექმნასა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. ძალისხმევა მიმართული იყო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ღირსების, სოციალური ჩართულობისა და მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველყოფისკენ. მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ეს ინიციატივები მიზნად ისახავდა ნდობის აღდგენასა და თემების მედეგობის განმტკიცებას.ამავდროულად, გაერო კვლავ უწევდა პარტნიორობას საქართველოს გარემოსდაცვითი და კლიმატური მიზნების მიღწევაში მწვანე განვითარების ინიციატივებისა და კლიმატის პოლიტიკის ხელშეწყობის გზით. ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვიდან დაწყებული, კლიმატისადმი მედეგობისა და მწვანე ტრანზიციის პროგრამების ჩათვლით, გარემოსდაცვითი მდგრადობა სულ უფრო მეტად დაუკავშირდა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. კლიმატის პოლიტიკის, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერა ასახავდა საქართველოს მზარდ მზაობას ეკოლოგიური განვითარების გზაზე.2025 წელს გაეროს სისტემის მხარდაჭერით მიღწეული მთავარი შედეგები:ამბიციური კლიმატური ვალდებულებები: საქართველომ მიიღო დღემდე ყველაზე ამბიციური კლიმატური ვალდებულება ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) ფარგლებში და 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიების შემცირების მიზნობრივი მაჩვენებელი 1990 წლის დონესთან შედარებით 35%-იდან 47%-მდე გაზარდა.სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება: სფეროს მართვა დაიხვეწა „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის შესახებ“ კანონის მიღებით, ასევე სურსათის უვნებლობის ახალი სტრატეგიისა და სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის დამტკიცებით.სამართლებრივი და სტრატეგიული რეფორმები: განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადრეული ქორწინების პრევენციის, მშობელთა შვებულების პოლიტიკის გაძლიერების, გენდერულად მგრძნობიარე და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული ბიუჯეტირების გაფართოებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჯამში, 1,511-მა მოწყვლადმა პირმა ისარგებლა უფასო იურიდიული დახმარებით.მიღწევებისა და პოლიტიკური რეფორმების მიღმა, ანგარიშის ყველაზე დიდ წარმატებად შესაძლოა თავად მრავალმხრივი თანამშრომლობა ჩაითვალოს. წლის განმავლობაში გაეროს 21-ზე მეტი სტრუქტურა პარტნიორობდა საქართველოს მთავრობასთან, მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, განვითარების პარტნიორებსა და კერძო სექტორთან.ახალი, 2026–2030 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულებაც ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ნებას, რომ მომავალი განვითარების ძალისხმევა იყოს უფრო ინკლუზიური, მონაწილეობითი და ადამიანების რეალურ საჭიროებებზე მორგებული.ანგარიშის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მყარი პარტნიორობა და ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მდგრადობისადმი უწყვეტი ერთგულება კვლავაც გადამწყვეტი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს განვითარების გზაზე არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.
1 of 5
პრეს-რელიზი
21 სექტემბერი 2026
გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი
მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ რეალობაში, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ფასეულობა სახიფათოდ მწირიხდება.ძალადობა და დაყოფა საზოგადოებებს არყევს. კონფლიქტები მასშტაბითა და სირთულით იზრდება, სცდება საზღვრებს და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დიალოგი სუსტდება, გამოსავლის პოვნა სულ უფრო რთულდება, ხოლო გლობალური სოლიდარობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. მაგრამ მთელ მსოფლიოში ადამიანები გვიჩვენებენ, რომ უძლურები არ ვართ. მოხალისეები, მშვიდობის დამცველები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, სამშვიდობო მისიების წარმომადგენლები და მშვიდობის მშენებლები დაყოფის დასაძლევად, საზოგადოებების გასაერთიანებლად და დიალოგის ხელშესაწყობად მუშაობენ. ნაბიჯ-ნაბიჯ ისინი მშვიდობას საფუძვლიდან, ადამიანებისა და საზოგადოებების დონეზე ქმნიან. როგორც წლევანდელი თემაა - „ინვესტირება მშვიდობაში: ყველასთვის, ყველგან, ყოველდღე“ - მშვიდობის ეს დამცველები გვიჩვენებენ, რომ მშვიდობის მიღწევა არც პასიური და არც ავტომატური პროცესია. ეს არის აქტიური და გააზრებული არჩევანი უკეთეს მომავალში ინვესტირების სასარგებლოდ.ეს ნიშნავს ინკლუზიური საზოგადოებების შექმნას, სადაც მშვიდობა დაიმკვიდრებს ადგილს.ეს ნიშნავს მდგრად განვითარებაში - ადამიანების ჯანმრთელობაში, განათლებაში, კვებასა და სოციალურ დაცვაში - ინვესტირებას. ეს ნიშნავს დაყოფის გადალახვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველას ხმა იყოს მოსმენილი.ეს ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას, რომლებიც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის. და, ეს ნიშნავს მშვიდობის დამკვიდრების გამოცდილი ინსტრუმენტების - დიპლომატიის, დიალოგის, მოლაპარაკებისა და სამშვიდობო საქმიანობის - გაძლიერებას. მშვიდობის საერთაშორისო ამ დღეს, შთაგონება მივიღოთ იმ ადამიანების სიმამაცისგან, რომლებიც მშვიდობისთვის საკუთარ უბნებში, საკლასო ოთახებსა და საზოგადოებებში იბრძვიან. და მოვუწოდოთ მსოფლიოს ლიდერებს, ინვესტიცია ჩადონ მშვიდობიან მომავალში - ყველა ადამიანისთვის.
1 of 5
პრეს-რელიზი
01 ივნისი 2026
სუფთა ჰაერი საქართველოს ჯანსაღი და მწვანე მომავლისთვის
ათი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადგურის მეშვეობით, საქართველო უკეთ შეძლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და დაბინძურების წყაროების გამოვლენას. მონიტორინგის გაფართოებული ქსელი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და უფრო ზუსტი მონაცემების მოპოვების მიმართულებით. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.ხუთი ახალი სადგური უკვე ამოქმედდა რუსთავში, ფოთში, ზესტაფონში, ზედა საქარასა და ოზურგეთში. 2026 წლის ბოლომდე, მათ კიდევ ხუთი სადგური დაემატება, რომლებიც ბოლნისში, გორში, სიღნაღში, ბორჯომსა და ჭიათურაში განთავსდება.თანამედროვე ტექნოლოგია ზომავს ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემცველობას, რომელთა შორისაა მცირე ზომის მყარი ნაწილაკები (PM2.5), სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი (NO₂), ინდუსტრიული ემისიები (SO₂) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO), იგივე მხუთავი აირი, რომელიც წიაღისეული საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება.მაღალი სიზუსტის მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და წყაროების დადგენა კონკრეტულ ადგილისა და დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, რაც შესაბამისი რეაგირებისა და დაბინძურების შემცირებისა თუ აღმოფხვრის წინაპირობას შექმნის.29 მაისს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და ერთ-ერთი ახალი სადგური მოინახულეს, რომელიც რუსთავის მახლობლად, სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის ეზოშია განთავსებული.სტუმრები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესს დააკვირდნენ და ქსელის გაფართოებისა და გაძლიერების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, დაბინძურების წყაროების გამოვლენას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ადგილებში. იქ, სადაც ჰაერი სუფთაა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესია, მკურნალობის ხარჯი ნაკლებია, ხოლო ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.„ჰაერის ხარისხის სანდო მონაცემები აუცილებელია ეფექტური მოქმედებისთვის. მონიტორინგის სადგურები რეალურ დროში გვაწვდიან ინფორმაციას დაბინძურების დონის შესახებ და ხელს უწყობენ დაბინძურების წყაროების დადგენას, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები, მრეწველობა, გათბობა თუ მტვერი. ამ მონაცემების საფუძველზე მიღებული ინფორმირებული გადაწყვეტილებები დაიცავს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.„ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება ზუსტი მონაცემების, მიზანმიმართული ქმედებებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველმა მოადგილემ თამარ შარაშიძემ.სადგურის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები თაზაქენდის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ და გარემოსდაცვითი განათლების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.ჰაერის ხარისხი საქართველოშიჰაერის დაბინძურება მწვავედ აისახება მსოფლიო ეკონომიკასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. გლობალური მონაცემით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, შრომის პროდუქტიულობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, რაც ეკონომიკურ ტერმინებში, ყოველწლიურად 8 ტრილიონზე მეტი აშშ დოლარის, ანუ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ჰაერის ხარისხის ინდექსის (AQI) 2025 წლის მონაცემებით, საქართველო 143 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზეა (AQI 66). ჰაერის ხარისხის ზოგადი მაჩვენებელი მეტნაკლებად მისაღებია, თუმცა მცირე ზომის მყარი ნაწილაკების (PM2.5) რაოდენობა 3.4-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებულ ყოველწლიურ მითითებებს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია.მსოფლიო ბანკის 2020 და 2025 წლების კვლევები ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე. 2018 წელს, ჰაერის დაბინძურება ქვეყანას დაახლოებით 560 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა ჯანდაცვის ხარჯების, პროდუქტიულობის დაკარგვისა და ცხოვრების ხარისხის შემცირების სახით. სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, ეს ვითარება განსაკუთრებით მწვავედ აისახება.ევროკავშირის შესახებევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshiჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვაჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. მისი მიზანია საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ანალიზისთვის აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერება, მონიტორინგის ქსელის გაფართოება და სამრეწველო ემისიების რეგულირების ხელშეწყობა.
1 of 5
პრეს-რელიზი
25 მაისი 2026
აკადემიური სტატიების კონკურსი
ევროკავშირის (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროექტის ადამიანის უფლებები ყველასათვის - III ფაზა ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) აცხადებს აკადემიური სტატიების კონკურსს თემაზე: აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი განათლება – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოწვევები.კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიური თავისუფლების შესახებ თეორიული, პრაქტიკული, კრიტიკული და სისტემური კვლევების განვითარებას. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ ნაშრომები, სადაც გაანალიზებული იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილება და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აკადემიური თავისუფლების რეალურ განხორციელებას თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემაში.ყველა შერჩეული ნაშრომი გამოქვეყნდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:მაგისტრებსა და მაგისტრანტებს;დოქტორანტებს, დოქტორებსა და დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.ნაშრომების თემატიკა: აკადემიური პერსონალის გამოხატვის თავისუფლება და აკადემიური თავისუფლება;სტუდენტთა უფლებები და აკადემიური თავისუფლება;აკადემიური თავისუფლება და დემოკრატიული სახელმწიფო;აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია;აკადემიური თავისუფლება და განათლების უფლება;აკადემიური თავისუფლების როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში;ინსტიტუციური აკადემიური თავისუფლება, უნივერსიტეტის ავტონომია და უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა.სტატიების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერი აკადემიური მიმართულების მქონე პირის მიერ, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ): სამართალი;პოლიტიკის მეცნიერებები;ჟურნალისტიკა;სოციალური მეცნიერებები;განათლების კვლევები, ფილოსოფია, ეთიკა და სხვა.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგ ელფოსტაზე გაგვიზიაროთ: thea.ketishvili@un.org თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი და გვარი, საკონტაქტო ნომერი, აკადემიური დაწესებულება და აკადემიური სტატუსი);აკადემიური CV (გამოქვეყნებული ნაშრომების მითითებით);აბსტრაქტი (Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით, ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 500 სიტყვა. აბსტრაქტი აუცილებლად უნდა იყო წარმოდგენილი: კვლევის საკითხი, მისი აქტუალობა, პრობლემატიკა და ძირითადი შედეგები.მნიშვნელოვანი თარიღები:3 ივნისი, 2026 - რეგისტრაცია და აბსტრაქტის გამოგზავნის საბოლოო ვადა;8 ივნისი, 2026 - დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ ავტორებს, რომელთა მონაწილეობით შემდგომ გაიმართება სამუშაო შეხვედრა;25 აგვისტო, 2026 - შერჩეული ავტორების მიერ სტატიების გამოგზავნის ბოლოს ვადა;სექტემბერი-ოქტომბერი, 2026 - სტატიების რეცენზირება და რედაქტირება;ნოემბერი, 2026 - კრებულის წარდგენა.
1 of 5
პრეს-რელიზი
03 მაისი 2026
გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით
ხშირად ამბობენ, რომ ომში პირველი მსხვერპლი სიმართლეა.მაგრამ ძალიან ხშირად პირველ მსხვერპლად იქცევიან ჟურნალისტები, რომლებიც ყველაფერს რისკავენ, რათა ეს სიმართლე ხალხამდე მიიტანონ — არა მხოლოდ ომის პირობებში, არამედ ყველგან, სადაც ხელისუფლებაში მყოფ პირებს ეშინიათ გაშუქების და გამჭვირვალობის. მედიის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში დგანან ცენზურის, მეთვალყურეობის, სამართლებრივი დევნისა და სიკვდილის რისკის წინაშე.ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა საბრძოლო ზონებში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი — ხშირად მიზანმიმართული თავდასხმების შედეგად.ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ოთხმოცდახუთი პროცენტი გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება — ეს დაუსჯელობის მიუღებელი დონეა.ეკონომიკური წნეხი, ახალი ტექნოლოგიები და მიზანმიმართული მანიპულაციებიც უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს პრესის თავისუფლებაზე.როდესაც სანდო ინფორმაციაზე წვდომა ქრება, უნდობლობა ფესვებს იდგამს.როდესაც საჯარო დისკუსია შეუძლებელია, საზოგადოებრივი ერთიანობა სუსტდება.და როდესაც ჟურნალისტიკა სუსტდება, კრიზისების თავიდან აცილება და გადაჭრა ბევრად რთულდება.ყველა თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე. მის გარეშე ვერ იარსებებს ვერც ადამიანის უფლებები, ვერც მდგრადი განვითარება — და ვერც მშვიდობა.ამ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მოვუწოდებთ, დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები და შევქმნათ სამყარო, სადაც სიმართლე — და ისინი, ვინც სიმართლეს ამბობენ — დაცული იქნება.
1 of 5
უახლოესი რესურსები
1 / 11
რესურსები
25 სექტემბერი 2026
რესურსები
25 სექტემბერი 2026
რესურსები
25 სექტემბერი 2026
რესურსები
03 მარტი 2026
1 / 11